იურიდიული შეხვედრა ქუთაისში

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Super User გადასვლები: 2770

 

22 აგვისტოს ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილ 10 ქალბატონთან ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში (ინვალიდთა საწარმო). დამსწრეებს მიეწოდა ინფორმაცია ქალთა უფლებებზე გენდერულ ჭრილში, ასევე გენდერულ საკითხებზე დასაქმებაში და გენდერულ თანასწორობაზე შრომის ბაზარზე. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ გასულ თვეებში გაწეული კონსულტაცია  შედეგიანი იყო და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მათ ეზოში დაამონტაჟა  გარე განათება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით