სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ინფორმირებული საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ“

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Super User გადასვლები: 1354

  

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მუშაობა პროექტზე „ინფორმირებული საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ“. ეს ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება ორ  სოფელში  - ხორშსა და თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი). პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრები სოფლის რწმუნებულებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)