 
  
 
	ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში აგვისტოში გაიმართა 7 საინფორმაციო-საკონსულტაციო ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა. შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღო 46 ქალმა 17-დან 75 წლამდე. ჩატარდა ინდივიდუალური თერაპიისა ორი სეანსი.
	ბენეფიციარები დააინტერესა საუბრის ძირითადმა თემამ - როგორ გავუმკლავდეთ სტრესს. ქალებს აღელვებთ ყოველდღიური სტრესი, დეპრესია, განწყობის დაქვეითება, უძილობა, გაუთავებელი ფინანსური სიძნელეები. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს სავადასხვა ფსიქოლოგიური რეკომენდაცია.
	პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
	Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)