ონლაინ თანამშრომლობა ვანის მუნიციპალიტეტთან

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 1056

1არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში გრძელდება თანამშრომლობა  ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა ანკეტირების პროცესი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს სახელმწიფო რეფორმის რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება - დაფიქსირდა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ასევე დაიგეგმა ჩაღრმავებული ინტერვიუები, შეირჩა ექსპერტები და მეთოდები -  ყოველივე ეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელების საწინდარია.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით