ლანჩხუთში საკონსულტაციო შეხვედრა შედგა. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენელი შეხვდა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: „საქართველოს სასოფლო დარბაზისა“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების კვლევებზე, რაც ახლა დაიწყო რვავე მუნიციპალიტეტში, სადაც ხორციელდება პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის.“

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების განვითარება  მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით“ – ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  მერიაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

პროექტის კურატორი ორგანიზაციის  „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ასისტენტმა თამარ მოსეშვილმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის  მნიშვნელობას საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ „ელექტრონულ მენეჯერზე“. მეორე პარტნიორი ორგანიზაციის - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მონაწილე სტეიქჰოლდერებმა  კი ისაუბრეს  მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის  ეტაპობრივი განვითარების მნიშვნელობაზე.  

საინტერესო მოგზაურობას გთავაზობთ. ასეთი რამ ჯერ არც გინახავთ და არც გაგიგონიათ.

მოგზაურობა არის ონლაინ - როგორც კოვიდპანდემიის ვითარებას შეეფერება.

მოგვყევით...

პირველი სადგურია - ლანჩხუთის ოფიციალური ვებგვერდი http://lanchkhuti.gov.ge/

გახედეთ ეკრანს მარჯვნივ. ჩამონათვალში თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ არის ერთი გამორჩეული დასახელება: ელექტრონული მენეჯერი https://lcman.ge

სწორედ ეს არის სიახლე, რაზეც უნდა გიამბოთ - უნიკალური ვებაპლიკაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში (და სხვაგანაც). ის საგანგებოდ ლანჩხუთისთვის შეიქმნა.

აპლიკაციის ავტორია ამირან გიგინეიშვილი - რადიოინჟინერი, პროგრამისტი, კონსტრუქტორი, მკვლევარი, ეკონომისტი, პიარის სპეციალისტი.

„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია და პროექტის აქტიური პარტნიორია ლანჩხუთში - ქვეგრანტების კომპონენტის ფარგლებში განახორციელა მცირე პროექტი „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის“.

მონიტორინგის დროც დადგა: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლები გაეცნენ პროექტის მიმდინარეობას და დაესწრენ ერთ-ერთი შეხვედრას, რომელიც საქართველოს სასოფლო დარბაზმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩაატარა.

პროექტის ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა წარმოადგინა ვებაპლიკაციის ვერსია, რომელიც მან შეიმუშავა ASP.NET  C++ პროგრამულ ენაზე  MS SQL სერვერის გამოყენებით.   განხილულ იქნა მოქალაქის მიერ წერილის გაგაზავნის და პასუხის მიღების, საჯარო ინფორმაციიის მოპოვების ალგორითმი. შეხვედრის მონაწილეებმა სატესტო რეჟიმში დამოუკიდებლად გაგზავნეს ელექტრონული კორესპონდენცია და იმუშავეს სხვა  ველებში.

„ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“  პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ ორგანიზაციაში განახორციელა  ქვეგრანტით  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობითი პრინციპების გამოყენებით“ გათვალისწინებული  ღონისძიების   მონიტორინგი.

ორგანიზაციის ხელმღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული სტრატეგიის   შემუშავების ეტაპებზე, კერძოდ, მოსამზადებელი პერიოდით გათვალისწინებული აქტივობებისა და მონაწილე პირთა შერჩევის შესახებ.   

დასრულდა ჩვენი პროექტით გათვალისწინებული მესამე მონიტორინგი, რომელიც ასახავს საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტებში. ლანჩხუთში მონიტორინგი ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ და „საქართველოს სასოფლო დარბაზი“. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები. მათ ასევე ისაუბრეს უკვე განხორციელებული მცირე პროექტის შედეგებზე და ახალდაფინასებული მცირე პროექტების მიზნებსა და ამოცანებზე.

მუშაობა მიმდინარეობს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

ლანჩხუთში ორი პარტნიორი ორგანიზაცია მუშაობს ჩვენთან ერთად პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ -  სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. მარტის ბოლოს სწორედ მათ მიიღეს პირველი გრანტები მუნიციპალიტეტში მცირე პროექტების  განხორციელებისთვის. 

20 აპრილს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს ამ ორგანიზაციების წევრებთან. განხილულ იქნა ახალდაფინანსებული პროექტების შესრულების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ლანჩხუთის სამუშაო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესში. ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ლანჩხუთის საკრებულომ 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ამჟამად ჯგუფის ყურადღება მიმართულია გეგმის შესრულების მონიტორინგისკენ.

სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაიმართა საუბარი სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე და დაისახა პრიორიტეტული აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას მმართველობის პროცესში.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიეძღვნა საჯარო მმართველობის პროცესში ახალგაზრდობის როლისა და მათი საჭიროებების განხილვას.  სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში ახლახან შექმნილი ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  - „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ და „რუდუნი“ - წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე საჯარო მმართველობის დანერგვის მიმართულებით. გამოიკვეთა ახალგაზრდების მაღალი მოტივაცია და მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციების - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს სასოფლო დარბაზი - წარმომადგენლებმა.

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image