ამ გვერდის ამობედვა

თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრა ფოთში

ჩატარებული საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა ფოთის თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრა. შეფასდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები ქალთა გაძლიერების და თემში განხორციელებული ცვლილებების თვალსაზრისით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ინიციატივებს, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. აქტივობებმა არა მხოლოდ მოაგვარა თემის პრობლემები, არამედ სხვა ქალებსაც გაუჩინა ჩართულობის სურვილი.

თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და დადებითი ემოციები. აღნიშნეს, რომ პროექტში მონაწილეობამ გაზარდა მათი თავდაჯერებულობა, გააძლიერა გუნდური მუშაობის უნარები და მისცა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ პრობლემების მოგვარების პროცესში.

თემში ჯერ კიდევ მრავალი საკითხია გადასაჭრელი. სწორედ ამიტომ, ისინი იყენებენ სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმს, აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება მხარდაჭერისათვის. ისინი იმედოვნებენ, რომ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილება მოხდება დევნილთა თემში

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

 

Related items

Image Gallery