საინტერესო დისკუსია გაიმართა ხონის დევნილთა დასახლების ქალთა ჯგუფთან. საუბრის თემა იყო მიგრაციის ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული ასპექტები. მონაწილეებმა გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა, რა ახდენს გავლენას მიგრაციის მასშტაბებზე, როგორია მისი სოციალური შედეგები და გვერდითი ეფექტები, რა შეიძლება გაკეთდეს მიგრაციის პრევენციისთვის.
„როცა სტატისტიკით, ბოლო წლებში ემიგრირებულთა 43% არის 15 წლამდე ასაკის ბავშვი, რა თქმა უნდა, განგაშის მიზეზი ნამდვილად გვაქვს“.
„ხონში მიგრაციის დიდი ტალღა 10-15 წლის წინათ იყო. ქალებში წამსვლელიც არავინ დარჩა. ახლა უფრო მეტად ახალგაზრდების მიგრაციაა“.
„მიდიან და უკან დამბრუნებელი, ფაქტობრივად, არავინაა“.
„მიგრაციის პრევენციისთვის, პირველ რიგში, საზოგადოებას მისი სოციალური შედეგები უნდა გავაცნოთ. ერთად მოვიფიქროთ, რა სჭირდებათ ადამიანებს, განსაკუთრებით - ქალებს, იმისთვის, რომ არ გადადგან ეს ნაბიჯი“.
გაჟღერდა ბევრი კონკრეტული იდეა, რომელიც შეეხება იმ სფეროებს, სადაც ქალების დასაქმების რეალური შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს და მათი მხარდაჭერის პირობები შეიქმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)