ამ გვერდის ამობედვა

რთული დიალოგების მართვის ხელოვნება

Zoom პლატფორმაზე, მოსწავლეებმა (67 მონაწილე), დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში „როგორ ვმართოთ რთული დიალოგი“, რომელიც მიზნად ისახავდა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან კონსტრუქციული საუბრის და კონფლიქტების თავიდან აცილების უნარების განვითარებას. შეხვედრის მთავარი თემები იყო:

  • სტერეოტიპების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის გამიჯვნა
  • რთული დიალოგის 5 პრაქტიკული სტრატეგია
  • ინტერაქტიური თამაში: „როგორ გადავურჩეთ ოჯახურ ვახშამს“ - https://survivefamilydinner.ge/how-to-play/

ონლაინ ფორმატშიც კი შეხვედრა იყო ცოცხალი და ინტერაქტიული -  მოსწავლეები აქტიურად აზიარებდნენ თავიანთ პირად გამოცდილებებს, სვამდნენ კითხვებს და გზადაგზა აჟღერებდნენ საკუთარ რეფლექსიებსაც.

„განსაკუთრებული შედეგი მივიღე. დავრწმუნდი, რომ შემიძლია საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე და დავაფიქსირო ჩემი აზრი მკაფიოდ. ახლა შემიძლია დავიცვა ჩემი თავი და ბულინგის მსხვერპლი ადამიანები. მადლობა ასეთი საინტერესო, შედეგიანი და ნაყოფიერი პროექტის შექმნისთვის! - მოსწავლე სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან.

„აქამდე მეგონა, რომ რთულ თემებზე საუბარი ყოველთვის კონფლიქტით მთავრდება, მაგრამ დღეს პირველად ვიგრძენი, რომ სწორად დალაგებული სიტყვა ბევრს ცვლის.“ -  მოსწავლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან

ვორკშოპს უძღვებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები - ეკატერინე გამახარია და ლინდა ჩიხლაძე, რომლებმაც მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კრეატიული მიდგომების საშუალებით გაუზიარეს.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

Related items

Image Gallery