ამ გვერდის ამობედვა

დიალოგი კონფლიქტის გარეშე? კი, ეს შესაძლებელია!

სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცდაათზე მეტი სტუდენტი და უფროსკლასელი მოსწავლე შეიკრიბა, რათა ემსჯელათ:

  • როგორ ვისაუბროთ რთულ თემებზე ისე, რომ არ დავკარგოთ მოსმენისა და გაგების უნარი?
  • როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტი და დაძაბულობა?

ვორკშოპი არ იყო მხოლოდ თეორიული - პირიქით!

მონაწილეებმა გაიზიარეს რეალური ისტორიები და გამოცდილებები, ზოგჯერ - მწვავე და ემოციური დიალოგებიც.

ერთ-ერთმა სტუდენტმა საკუთარი რეფლექსია გაგვიზიარა:

დღევანდელ რეალობაში, როდესაც საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებას მრავალი გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი და დეზინფორმაცია უშლის ხელს, მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ მათთან სწორი გამკლავების ხერხებს. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს სტერეოტიპები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მათი შეცვლა - სწორი კომუნიკაციის გარეშე - შეუძლებელია. რთული დიალოგების სწორად წარმართვა უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ამგვარი ტრენინგები ნამდვილად უწყობს ხელს ამ უნარების განვითარებასა და გვაძლევს საშუალებას, გენდერულ სტერეოტიპებს ეფექტურად გავუმკლავდეთ.“

ვორკშოპი ნამდვილად არ ყოფილა ჩვეულებრივი. დეზინფორმაციაზე საუბარი, სტერეოტიპების იდენტიფიცირება, რთულ თემებზე საუბრების პრაქტიკული სტრატეგიები დაოჯახური ვახშმის თამაში“ - ყველაფერი ერთად დაეხმარა მონაწილეებს საკუთარი რეაქციების გაცნობასა და გააზრებაში. ქვიზი ხელმისაწვდომია აქ - გადაურჩი ოჯახურ ვახშამს

ერთ-ერთმა სტუდენტმა სენსიტიური თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სენსიტიურ თემებზე საუბარსა და დისკუსიების გამართვას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია პიროვნულ, სოციალურ და საზოგადოებრივ დონეზე. ის ქმნის პლატფორმას ემპათიის, ტოლერანტობისა და საზოგადოებრივი პროგრესისთვის. მტკივნეული სიმართლის გახმოვანება ხელს უწყობს როგორც ინდივიდის გათავისუფლებას შიშისა და სირცხვილისაგან, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზრდას. ასეთ დიალოგებში იბადება ცვლილება.“

ვორკშოპს უძღვებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები - ეკატერინე გამახარია და ლინდა ჩიხლაძე.

საბოლოოდ, სტუდენტებმა არა მხოლოდ პრაქტიკული ცოდნა მიიღეს - ისინი ერთმანეთს უკეთ გაეცნენ, ისწავლეს განსხვავებულ აზრთან ჯანსაღად გამკლავება და საკუთარი დიალოგის უნარებიც „დატესტეს“ სპეციალური ქვიზის მეშვეობით: „გადაურჩი ოჯახურ ვახშამს“. სცადე შენც -

https://survivefamilydinner.ge/?utm_medium=social&utm_source=facebook&utm_campaign=georgia_toolkit&utm_content=video&utm_term=wfs_reel

Related items

Image Gallery