კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ - მთავარი
შაბათი, 28.01.2012, 04:55
მოგესალმები სტუმარი

...



ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ელექტროტექნიკური ლიცეუმისა და „ანკომის" კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას, დემოგრაფიული მაჩვენებლების დადგენასა და აქტიური ჯგუფების შერჩევას ითვალისწინებდა.

„შეხვედრების მიზანია, დახმარება გაეწიოთ დევნილებს თავიანთი პრობლემების ადვოკატირების მეთოდებისა და შესაძლებლობების შესწავლაში. კოლექტიური ცენტრების დევნილებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ სამართლებლივი საკითხის გარშემო, რომელიც ეხება საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას ან ჩასახლებას," - ითქვა შეხვედრაზე.

დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია განსახლების საკითხთან დაკავშირებით.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით, „ანკომს" ჰყავს კერძო მესაკუთრე, ამ ეტაპზე განსახლების ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. რაც შეეხება ელექტროტექნიკურ ლიცეუმს, გარემონტდება და დევნილებს გადაეცემა.

დასასრულს დევნილებმა დასვეს შეკითხვები, რომელთა უმრავლესობასაც ადგილზე გაეცა პასუხი.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 85 | დაამატა: moderatori | თარიღი: 08.12.2012 | კომენტარი (1)

ფონდი „სოხუმის" ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი  თემაზე -ადვოკატირება - სამოქალაქო ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება". მასში მონაწილეობა  დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის ამომრჩეველ ქალთა ლიგის ადვოკატირების ჯგუფების 24 წევრმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ  სტუდენტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, აჯარო მოხელეები.

ტრენინგის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს  ჯგუფებში.

მონაწილეები ადვოკატირების ცნებ, ეტაპებსა და ამ პროცესში განსახორციელებელი ეფექტური ქმედებების განსაზღვრის მეთოდებს გაეცნენ.

ქალაქების მიხედვით ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა დაასახელეს თითო პრობლემა და მის გადასაჭრელად სტრატეგია შეიმუშავეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ გამართული დისკუსიები.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა ადვოკატირებისთვის საჭირო ახალი უნარ-ჩვევები შეიძინეს,     სამომავლო ერთობლივი სამუშაოები დაგეგმეს და ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგის მსვლელობა ტელეკომპანია „რიონმა" გააშუქა.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 17 | დაამატა: admin | თარიღი: 18.01.2012 | კომენტარი (0)

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქალაქის მერიაში შედგა.

კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობას სასმელი წყლის, სადაზღვევო პოლისებისა და ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა. მიუხედავად პრობლემების სიმწვავისა, მათი გადაჭრისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრები გაეცნენ  ინფორმაციებს - რეზოლუცია 1325 - სამოქმედო გეგმა და ცვლილება კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დოკუმენტების ფართო საზოგადოებისათვის  გაცნობა  აუცილებელია და მნიშვნელოვანი.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 3 | დაამატა: admin | თარიღი: 16.01.2012 | კომენტარი (0)

ძვირფასებო!

დაე, 2012 წელი იყოს

ჯანის სიმრთელისა და ბედნიერების წელი,

წელი სიუხვისა და სიბრძნისა,

მშვიდობისა და აყვავებისა,

წელი სიხარულისა და სინათლისა,

სიყვარულისა, სიცილისა...

ფონდი "სოხუმი” ბედნიერ ახალ წელსა და შობას გისურვებთ!

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 418 | დაამატა: admin | თარიღი: 01.01.2012 | კომენტარი (2)

 

ფონდი „სოხუმის"  სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული უამრავი ღონისძიებით დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.

საკრებულოს წევრებისა და მისი თავმჯდომარის, ბესიკ ნარმანიას მხრიდან ყოველთვის იგრძნობოდა მხარდაჭერა.

დღეს ფონდ „სოხუმსა" და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დაიდო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.

ნანახია: 21 | დაამატა: admin | თარიღი: 27.12.2011 | კომენტარი (0)

შეხვედრაზე ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი ოცი ქალი შეიკრიბა. დაისვა მე-11 ბაგა-ბაღის საკითხი. „მეთერთმეტე ბაგა-ბაღს წყალი არ მიეწოდება, რაც  ანტისანიტარიას იწვევს  და მოსამსახურე პერსონალს ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის", - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 აფხაზეთიდან დევნილმა ფატიმა ლაკერბაიამ  დასუფთავების საკითხი წამოჭრა, ითქვა, რომ დევნილთათვის ახალაშენებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები დანაგვიანებულია.

 შეხვედრის მონაწილეებმა გაზიფიცირების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. „სოკარჯორჯიას" წარმომადგენლის (სოფო ბილიხოძე) თქმით, ფოთში მხოლოდ ერთი ქუჩაა გაზიფიცირებული, უახლოეს მომავალში კიდევ 5 ქუჩის გაზიფიცირება იგეგმება.

აღნიშნული პრობლემები შეხვედრაზე კლუბის წევრებმა საკრებულოს წევრ დარეჯან ცხვიტარიას წარუდგინეს. ქალბატონ დარეჯანის თქმით, მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი მთავრობა ეტაპობრივად აგვარებს, ზემოთაღნიშნულზე რეაგირებაც  დროულად მოხდება.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 20 | დაამატა: admin | თარიღი: 21.12.2011 | კომენტარი (0)

 

ფონდ „სოხუმში" ჩატარდა საინფორმაციო ვორკშოპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებისათვის.

ვორკშოპი ჩაატარეს ზურაბ მჭედლიშვილმა (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი), გია გოგიბერიძე (იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი, იურისტი).

ვორკშოპზე  შემდეგი თემები განიხილეს:

 

-სახელმწიფოს კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) მონაწილეობის ფორმები.

 

-საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და განხილვის პროცედურა, იურიდიული ტექნიკის თავისებურებები.

 

-ლობირების პროცესი და სტრატეგია საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და მიღებისას.

 

ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

-ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები.

 

-ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებლივი დაცვის რეფერალური მექანიზმები.

 

-სახელმწიფოს „ღია პოლიტიკა" ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) წარმომადგენელთა ჩართულობის თვალსაზრისით.

 

ფონდი „სოხუმის" იურისტი ფიქრია ქლიბაძე: „განსაკუთრებით დავინტერესდი  პეტიციით, თუ რა შემთხვევაში მზადდება მსგავსი ხასიათის დოკუმენტი და რით განსხვავდება ის განცხადებისგან. მსმენელთა მონაწილეობით პეტიცია ადგილზე

 დაიწერა."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 30 | დაამატა: admin | თარიღი: 17.12.2011 | კომენტარი (1)

1 2 3 ... 40 41 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0