„ძალიან საჭირო პროექტია“, „ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ“, „ამ თემებზე სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ტარდებოდეს“, „მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, „უკვე მეორე წრეზე მუშაობს კონფლიქტოლოგი ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა თქვენს მისაღებად,“ „დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“, „გელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გპირდებით!“, „თვალს გადევნებთ და აღფრთოვანებული ვარ ასეთი ახალგაზრდებით“ - ეს და ამგვარი მოსაზრებები გამოითქვა და დაიწერა ჩათში Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრის დროს.

10-11 თებერვალს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციების და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან,  სადაც განხილული იქნა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში დაგეგმილი მესამე მონიტორინგის კითხვარი, განისაზღვრა რესპონდენტები. გამოიკვეთა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და ინკლუზიურობის კუთხით დღის წესრიგში მდგარი დასაძლევი გამოწვევები, რომელზედაც ქვეგრანტების ფარგლებში შემუშავდება მინიპროექტები ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მიერ.

ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის საქმეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარებასა და სამოქალაქო საზოგადოების როლის წარმოჩენას.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიეძღვნა საჯარო მმართველობის პროცესში ახალგაზრდობის როლისა და მათი საჭიროებების განხილვას.  სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში ახლახან შექმნილი ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  - „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ და „რუდუნი“ - წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე საჯარო მმართველობის დანერგვის მიმართულებით. გამოიკვეთა ახალგაზრდების მაღალი მოტივაცია და მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციების - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს სასოფლო დარბაზი - წარმომადგენლებმა.

ახალი წლიდან აქტიური მუშაობის გეგმა - ეს იყო ძირითადი თემა ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა: „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“. შეხვედრაზე შეირჩა პრეზენტატორი, რომელიც თვის ბოლოს ფორუმზე წარადგენს ორგანიზაციების მუშაობის შედეგებს და გავლენას მუნიციპალიტეტზე.

ასევე საუბარი შეეხო მესამე მონიტორინგს და საგრანტო კონკურსს, რომელშიც ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - „თანასწორობა ახლა“ და „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობა“. განხილულ იქნა დაგეგმილი ფორუმის დღის წესრიგი, ორგანიზაციების მუშაობის პრეზენტაციის საკითხი და რიგით მესამე მონიტორინგის თემა. ისაუბრეს საგრანტო კონკურსზეც, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოცხადდება. ამ ორგანიზაციებს უკვე აქვთ კონკრეტული იდეები საპროექტო განაცხადებისთვის.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

დონორი ორგანიზაციები

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები