ხონში შეხვედრაში  თვითდახმარების ჯგუფის და მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის წევრები მონაწილეობდნენ. 

ჯგუფის წევრებმა პროექტის საბოლოო შედეგები შეაჯამეს. აღნიშნეს ტრენინგების ციკლის მნიშვნელობა ცოდნის და უნარების შეძენაში. ისაუბრეს თემში განხორციელებული სამოქალაქო ინიციატივის სიკეთეებზე და მადლიერება გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“, პარტნიორი  და დონორი ორგანიზაციების მიმართ.  

ქალები  ამაყები და ბედნიერები არიან, რადგან ხედავენ თავიანთი შრომის შედეგს. თემში ამაღლდა მათ მიმართ  ნდობა და პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, ბევრი ქალია მსურველი, აქტიურად ჩაერთოს თემის პრობლემების გამოვლენის და მოგვარების პროცესში.

ორივე ჯგუფის წევრების თქმით, საქმე ჯერაც ბევრია  და იმედს იტოვებენ, რომ ფონდი „სოხუმი“ კვლავაც ითანამშრომლებს მათთან.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს ანონიმური ონლაინ კითხვარი, რომლის  მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება უსაფრთხოების, კეთილდღეობის და აუცილებელ სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ქუთაისში და სენაკში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ქალთა ცნობიერების ამაღლება, იმ რესურსების გაცნობა, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ქალების უსაფრთხოდ ყოფნას უზრუნველყოფს.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებისა და სახეების შესახებ, ასევე - ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე, გაიგეს, რომელი ცხელი ხაზის გამოყენებაა ეფექტიანი და რატომ არის ამ სერვისების შესახებ ინფორმირება აუცილებელი.

მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ონლაინ სივრცეშიც შეიძლება ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

„ხშირად არ ვიცით, რომ ინტერნეტში შეურაცხყოფა, თვალთვალი ან პირადი ინფორმაციის გავრცელება ძალადობის ფორმაა. ახლა უკვე ვიცით, ვის მივმართოთ დახმარებისთვის.“

მონაწილეთა თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს თემებში ინფორმირებულობის გაზრდას და ძალადობის შემთხვევებზე დროულ რეაგირებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩატარებული საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა ფოთის თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრა. შეფასდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები ქალთა გაძლიერების და თემში განხორციელებული ცვლილებების თვალსაზრისით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ინიციატივებს, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. აქტივობებმა არა მხოლოდ მოაგვარა თემის პრობლემები, არამედ სხვა ქალებსაც გაუჩინა ჩართულობის სურვილი.

თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და დადებითი ემოციები. აღნიშნეს, რომ პროექტში მონაწილეობამ გაზარდა მათი თავდაჯერებულობა, გააძლიერა გუნდური მუშაობის უნარები და მისცა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ პრობლემების მოგვარების პროცესში.

თემში ჯერ კიდევ მრავალი საკითხია გადასაჭრელი. სწორედ ამიტომ, ისინი იყენებენ სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმს, აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება მხარდაჭერისათვის. ისინი იმედოვნებენ, რომ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილება მოხდება დევნილთა თემში

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

როდესაც ქალს აქვს ცოდნა, მხარდაჭერა და შესაძლებლობა, ის ქმნის ცვლილებას, რომელიც მთელ თემზე აისახება.

ეს ვიდეო გვიყვება ქალების რეალურ ისტორიებს საქართველოდან, რომლებმაც ახალი პროფესია შეისწავლეს, დაიწყეს საკუთარი საქმიანობა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგეს ნაბიჯი ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით.

ძლიერი ქალი არ უნდა იყოს გამონაკლისი, ეს უნდა იყოს ნორმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შემაჯამებელი კონფერენცია

სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია თემაზე „ქალთა გაძლიერება და მდგრადი მხარდაჭერის მექანიზმები თემებში: გამოცდილება, შედეგები და ზეგავლენა“

შეხვედრამ გააერთიანა 50 მონაწილე ქალი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ურთიერთდახმარების ჯგუფების ლიდერები და წევრები, პარასპეციალისტები, სამოქალაქო ინიციატივების მონაწილეები და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები. 

ქალებმა საკუთარი გამოცდილება, მიღწეული ცვლილებები და გამოწვევები გააზიარეს  ოთხ თემატურ პანელზე:

- ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები, როგორც უსაფრთხო სივრცე ქალთა სოციალური გაძლიერებისა და ციფრული უნარების განვითარებისათვის.

- ქალთა მიერ განხორციელებული სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც რეალურ ცვლილებად იქცა მუნიციპალიტეტებში.

- პარასპეციალისტების მხარდაჭერა და შედეგები ქალთა ცხოვრებაში

- ძალადობაგამოვლილ ქალთა მხარდაჭერის სერვისებზე ინფორმაციის ციფრული პლატფორმები და სოციალური მედია ქალთა ინფორმირებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

პროექტის შეფასებამ აჩვენა, რომ თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის მოდელები აძლიერებს სოციალურ და ეკონომიკურ ჩართულობას, იზრდება ციფრული უსაფრთხოების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, ყალიბდება ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ქსელები თემებში.

ღონისძიების დასასრულს პროექტში აქტიურად ჩართული ქალები დაჯილდოვდნენ.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს პროექტის ფარგლებში. ჯგუფის წევრებს ამიტომაც არ გასჭირვებიათ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამება. შეფასებისთვის შემუშავდა ონლაინ ანკეტა, რომელზეც ჯგუფის წევრებმა ინდივიდუალურად გასცეს პასუხები.

შეხვედრაც ონლაინ ჩატარდა. ქალების პასუხებში კარგად გამოჩნდა, რას მიაღწიეს პროექტის მიმართულებით მუშაობისას, რა ცვლილებები განხორციელდა თითოეული მათგანის ცხოვრებასა და დევნილთა თემში.

ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს, რომ ინიციატივები  თემის საჭიროებების მიხედვით განხორციელდა და ერთწლიანი მუშაობა ნაყოფიერი იყო.

მაგალითად, ამ ფოტოებში კარგად ჩანს განსხვავება - როგორი დაზიანებული იყო კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში საბავშვო სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის შედეგად ბავშვებს და ახალგაზრდებს ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

მაგალითები, შეკითხვები, რჩევები

მიგრაცია სერიოზული და საკმაოდ აქტუალური თემაა. განსაკუთრებით ემოციურია საზღვარგარეთ წასული მშობლების და შინ დარჩენილი შვილების ურთიერთობა.

ეს საკითხები არავის ტოვებს გულგრილს: უამრავი მაგალითია, საკუთარი ოჯახის თუ ახლობელ-მეზობლების.

ასე იყო კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან ჩატარებულ შეხვედრაზეც. მით უმეტეს, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი. იყო ბევრი შეკითხვა, სხვადასხვა ისტორიის გახსენება, ფსიქოლოგის რჩევები...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა ფსიქოლოგთან ერთად იმსჯელეს თვითშეფასების ამაღლების, სტრესის მართვისა და საკუთარ თავზე მუშაობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენას და პირადი რესურსების გააზრებას.

 „ასეთი ტიპის ტესტები და პრაქტიკული დავალებები გვეხმარება, უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაანალიზოთ, როგორ შეგვიძლია პრობლემებთან გამკლავება.“

„სტრესის მართვის ტექნიკები, რომლებიც შევისწავლეთ, რეალურად გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორ ვიზრუნოთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე.“

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ასევე  ზუგდიდის, ჩოხატაურის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ თემას ძალადობის  ფორმების განხილვა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ციფრული ძალადობის საკითხმა.

მონაწილეთა შეფასებით, „დღეს ძალადობის ფორმები უფრო მრავალფეროვანი გახდა, რადგან ონლაინ სივრცე ახალ რისკებს ქმნის.“ მათ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ციფრულ გარემოში უსაფრთხოების წესების ცოდნა.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, მათი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობის რისკების შემცირებას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის თვითდახმარების ჯგუფმა „ქალები მომავლისთვის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ჯგუფის წევრებმა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით შეაფასეს საკუთარი ჩართულობა, მიღწევები და ცვლილებები, რაც პროექტში მონაწილეობამ მათ ცხოვრებასა და თემზე მოახდინა.

შეფასების პროცესში მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს: რა მისცა მათ ჯგუფში მუშაობამ, როგორ გაიზარდა მათი კომპეტენცია, რა გავლენა მოახდინეს თემზე და რამდენად ეფექტურად იყენებენ ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ინიციატივებს, რომლებიც წლის განმავლობაში განხორციელდა და რომელთა შედეგად კონკრეტული პრობლემები მოგვარდა.

მონაწილეთა შეფასებით, მუშაობა  სასარგებლო და პროდუქტიული იყო - ინიციატივები სრულად პასუხობდა თემის საჭიროებებს და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს დასახლებას.

ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ პროექტში ჩართულობამ მათი აქტივიზმი და ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაზარდა, გააძლიერა ლიდერული უნარები და მოტივაცია, ჩაერთონ თემის განვითარებისკენ მიმართულ პროცესებში.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები