„მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში - თანამშრომლობა გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში“ - ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მონაწილეთა შორის იყვნენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ პუბლიკაციას „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. ისაუბრეს გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობაზე ძალადობისაგან ახალგაზრდების დაცვის კუთხით. შეეხნენ კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და მათ მოგვარებას. განხილული საკითხები ყველა მონაწილისთვის აქტუალური იყო და შეხვედრაც აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში ახალი წელი 16 იანვარს დაიწყო საინტერესო შეხვედრებით. გულახდილი საუბრისკენ განაწყო მონაწილეები შერჩეულმა თემამ „ნაადრევი ქორწინება“. მათ ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, მშობლებისა და საზოგადოების როლზე. არაერთი მაგალითი მოიყვანეს, როგორ დაინგრა ადრე შექნილი ოჯახი, როგორ დარჩა მარტო 17-18 წლის გოგონა შვილთან ერთად. ჯანმრთელობის თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად დააფიქსირეს განათლების და დასაქმების პრობლემები.

აღინიშნა, რომ ქორწინებას ახალგაზრდები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ და  ასეთი საუბრები სწორედ ამის გააზრებას უწყობს ხელს.

პუბლიკაციები

ფონდი „სოხუმის“ პირველი პუბლიკაცია იყო „ქალთა ხმა“, პატარა ფორმატის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც  ქუთაისის სტამბაში დაიბეჭდა 2001 წლის 29 ნოემბერს. „ქალთა ხმა“ წლების მანძილზე იყო ორგანიზაციის პერიოდული გამოცემა (უფრო დიდი ფორმატის გაზეთი, ჟურნალი) - სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტირაჟით.

ჟურნალ-გაზეთების პარალელურად, ფონდი „სოხუმი“ საქმიანობის მიმართულებების მიხედვით გამოსცემს ანგარიშებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ანალიტიკურ სტატიებს და პოლიტიკურ დოკუმენტებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს...

ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები  ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას  გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.

ქვეყანაში ცოტაა სივრცე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების, ურთიერთობებისა და გართობისთვის, ეს სერიოზული გამოწვევაა რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით. ფონდი „სოხუმის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი“, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.

ორგანიზაცია სისტემატიური მონიტორინგის გზით სწავლობს და აანალიზებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობას, აფასებს რეფერირების სისტემის აქტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს

ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ  პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი,  მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინოვაციურ ხედვებზე.

გენდერული თანასწორობა

ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.

ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

იანვარში ფსიქოლოგმა და იურისტმა 6 ჯგუფური დისტანციური შეხვედრა გამართეს ხონის, სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის - მონაწილეობა მიიღო 28-დან 67 წლამდე 35-მა ადამიანმა.

შეხვედრებზე საუბარი იყო იმის შესახებ, როგორ უნდა მართონ ნეგატიური ემოციები და რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი Covid-19 პანდემიის დროს და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში.

ფსიქოთერაპიულ და იურიდიულ კონსულტაციებს იღებენ ასევე ოჯახური წყვილები და ინდივიდუალური ბენეფიციარები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს უფასო სერვისი, თანაც - სახლიდან გაუსვლელად, მათთვის ძალიან დიდი დახმარებაა.

 

ფორუმ-თეატრის იანვრის ცხოვრება ონლაინ მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ  აქტიურად. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ახალგაზრდა მსახიობების მომზადებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოკოლაჟები.

დაიწყო ახალი რუბრიკა - ფორუმ-თეატრის ყველა მსახიობი გადაიღებს პერსონალურ ვიდეოს.

აქტიურად გრძელდება სარეპეტიციო პერიოდიც. უკვე შეიმუშავეს თებერვლის  გეგმა. ფორუმ-თეატრის ჯგუფს იმედი აქვს, რომ მალე შეხვდება მაყურებელს...

https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები