Untitled 1

ფონდი „სოხუმი“ სისტემატიურად იკვლევს და სწავლობს უსაფრთხოების დაბალი ხარისხისა და ძალადობის მაღალი რისკის ადგილებში, მათ შორის აფხაზეთთან, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მდგომარეობას. მოსახლეობის მდგომარეობის შესაფასებლად, ჩვენ შევიმუშავეთ და დავნერგეთ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების, გენდერზე ორიენტირებული სისტემა (Gender Responsive Early Warning System), რომელიც წარმოადგენს გენდერულად მგრძნობიარე კონფლიქტის ანალიზის კომპლექსურ მექანიზმს. კვლევა ჩატარდა 2020 წლის სექტემბერ-დეკემბერში და მოიცვა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე 11 მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი (კოკი, ხურჩა, შამგონა, კახათი), წალენჯიხა (ფახულანი, წყოუში), ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქობულეთი და ასევე გალის რაიონის გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლები (ნაბაკევი და საბერიო).

ახალი პუბლიკაციაში: „COVID-19 კრიზისის გავლენის გენდერული განზომილება და პანდემიაზე რეაგირების ეფექტიანობა“ აღწერილია პანდემიის გავლენა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში  მცხოვრები ქალებისა და გოგონების ადამიანურ უსაფრთხოებაზე და ასევე ასახულია მოსახლეობის დამოკიდებულება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობის მიმართ.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ -  ეს არის ახალი პუბლიკაცია, მეორე ანგარიში, რომელიც მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.

მონიტორინგის შედეგად შეფასდა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

მეორე ანგარიშში ნაჩვენებია პირველი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და წარმოდგენილია ახალი რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.

Untitled 1ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ  მონიტორინგის ახალ ანგარიშს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური პროგრამები და გენდერული ბიუჯეტი“. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა ორგანიზაციის სამიზნე 12 მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტებში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამები და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ადგილობრივი პოლიტიკა. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და მათი ანალიზის საფუძველზე შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და ასევე სამხარეო ადმინისტრაციის საყურადღებოდ. 

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

Untitled 2„მასწავლებლისგან გამიგონია ფრაზა: „ეს საქციელი გოგოს არ შეჰფერის“, თუმცა იქვე მოსწავლისგან პასუხი იყო ასეთი: „მასწავლებელო, საქციელს სქესი არ გააჩნია“ - პუბლიკაციაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ეს სიტყვები.

ფონდი „სოხუმის“ ახალ გამოცემაში გაანალიზებულია ჩატარებული კვლევის  შედეგები.

კვლევამ მოიცვა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, განათლებისა და გენდერის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სკოლებში, მშობლები და ყოფილი მოსწავლეები. გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, გამოყენებულ იქნა ამ საკითხზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები.

მონიტორინგით გამოკვეთილმა სურათმა ნათლად დაადასტურა სკოლებში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიზნობრივი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში -  კონსოლიდირებული ანგარიში“ - ასე ჰქვია ახალ პუბლიკაციას, რომელიც გამოიცა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

 

Download

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

 

Geფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის მორიგ ანგარიშს „COVID 19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.  ანგარიში ასახავს ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში, კერძოდ კი დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში COVID-19 პანდემიით გამოწვეულ, ოჯახში ძალადობის კუთხით შექმნილ მდგომარეობას და მის გავლენას ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ პანდემიამ გაამწვავა არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უკვე არსებული პრობლემები, არამედ დააჩქარა პოტენციური მოძალადეების გამოვლენა. გაუარესდა იმ ქალების მდგომარეობაც კი, ვინც მანამდე შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა.  

არსებული გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა სახელმწიფოს პროაქტიული მუშაობა, განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის შესაბამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით და ჩართულობით. დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები პრობლემების დროული და ადეკვატური გადაჭრისთვის.

პუბლიკაცია მომზადდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.   

Download

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

       

1საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) წარმატებით განხორციელება ძირითად როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებელი კომპონენტია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება. COVID-19 პანდემიამ ეს საკითხი კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით დააყენა დღის წესრიგში.

პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა გურიის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი. ეს ორგანიზაციები მონიტორინგს უწევენ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებას 8 მუნიციპალიტეტში. მონიტორინგის შედეგად შეფასდა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

მონიტორინგის შედეგებს ასახავს პროექტის ფარგლებში მომზადებული პირველი პუბლიკაცია „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში.“

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

geoფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ პუბლიკაციას „COVID-19 პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“, რომელშიც ასახულია ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რამაც თავი იჩინა ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციართა, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში. 

აღნიშნული სწრაფი მოკვლევის მიზანია, ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არეალში,  COVID-19 ვირუსით გამოწვეული ძირითადი პრობლემების და გენდერული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა მათი დროული გადაჭრისთვის.

პუბლიკაცია წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გადმოწერა

1

დასრულდა მუშაობა ანალიზზე, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა მოამზადა. ეს არის ონლაინგამოცემა და მისი სახელწოდებაა „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.

გამოცემა გადაეგზავნება ყველა ადრესატს, რომელსაც ევალება და შეუძლია - ძალადობის მსხვერპლს შესთავაზოს უფრო მოქნილი, პრაქტიკული და შედეგიანი სერვისები  და უსაფრთხოდ უქციოს ყოველდღიურობა მსხვერპლ ქალს და მის შვილებს. 

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები