ახალგაზრდებთან მუშაობის ხუთი თვე - შემაჯამებელი შეხვედრა

„ძალიან საჭირო პროექტია“, „ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ“, „ამ თემებზე სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ტარდებოდეს“, „მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, „უკვე მეორე წრეზე მუშაობს კონფლიქტოლოგი ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა თქვენს მისაღებად,“ „დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“, „გელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გპირდებით!“, „თვალს გადევნებთ და აღფრთოვანებული ვარ ასეთი ახალგაზრდებით“ - ეს და ამგვარი მოსაზრებები გამოითქვა და დაიწერა ჩათში Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრის დროს.

„კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია“ - ასე ერქვა შეხვედრას, რომელიც მოამზადეს და მიჰყავდათ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულების პროექტის ასისტენტებს: ლარისა (ლელა) შენგელიას, ნინო ჭაბუკიანს და ბექა ფოცხვერიას. ეს იყო ხუთთვიანი მუშაობის შეჯამება სამი კუთხით: ახალგაზრდულ კლუბებთან, კონფლიქტის მართვის ჯგუფებთან და ვაჟების ჯგუფებთან მუშაობა სკოლებში.

შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული მოსწავლეები, დასავლეთ საქართველოს სამიზნე მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - 70-ზე მეტი ადამიანი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

განახლდა ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 18:42

დონორი ორგანიზაციები

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები