ბიჭებს ყოველთვის ბევრი კითხვა აქვთ

1 2 3 4 5

დეკემბერში ონლაინ მიმდინარეობდა მუშაობა ვაჟებთან. ფონდის „სოხუმის“ ტრენერი დაუკავშირდა თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. ჩართვები გაიმართა ჯგუფურადაც და ინდივიდუალურადაც. ზუმის პლატფორმაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები, რომლებიც ეხება ბავშვთა უფლებების დაცვას, ბულინგს, ტოლერანტობას. შეხვედრები დაგეგმილ დროზე მეტხანს გრძელდებოდა, რადგან ბიჭებს ყოველთვის ბევრი კითხვა აქვთ და დისკუსიებიც იმართება. დაიგეგმა იანვრის შეხვედრებიც - ბიჭები ისევ აქტიურად ჩაერთვებიან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ ოთხი შეხვედრა პატარა კონფლიქტოლოგებთან

1 2

 3 4

დეკემბერში კიდევ 4 ვორკშოპი ჩატარდა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“, მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი),  მელაურის  (სამტრედიის მუნიციპალიტეტის) და ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) №1 საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“.

მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტურ სიტუაციაში  ქცევის 5 სტილს. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით ელოდებიან ყველა ჩართვას, ითვალისწინებენ კონფლიქტოლოგის რჩევებს და მეგობრებსაც უზიარებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტოლერანტობის პრობლემაზე ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3 4 5

ტოლერანტობის პრობლემა იყო ძირითადი თემა ონლაინ ჩართვების დროს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების წევრებთან. მოზარდები საუბრობდნენ რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებზე, გამოიკვეთა მათი შემწყნარებლური დამოკიდებულება. აღინიშნა, რომ ტოლერანტობის თემის განხილვა მოზარდებისთვის აუცილებელია, რადგან ტოლერანტობა ამცირებს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების შემდეგ - აქტივობები ფეისბუქგვერდზე

1 2 3

ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და   ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ კლუბებში მოზარდებმა ტოლერანტობაზე ისაუბრეს. მათ საინტერესო ანალიზი გააკეთეს  ტოლერანტობის დეფიციტზე, ტრადიციებზე, შერეულ ოჯახებზე და მათ პრობლემებზე.

შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტოლერანტობის თემაზე მოამზადეს ესეები და ვიდეორგოლები, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თემა „კონფლიქტის შესაძლო შედეგები“ - გურიანთას, კოკის, ფოთის ჯგუფებთან

1 2 3

გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)  და ფოთის №4 საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან ონლაინ ვორკშოპები ჩატარდა თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“.

მონაწილეებისთვის ახალი და უცხო იყო ეს ინფორმაცია. მათ ისწავლეს, რას ნიშნავს მოგება-მოგება, მოგება-წაგება და წაგება-წაგება. შეხვედრების ბოლოს მოზარდებმა აღნიშნეს:

„თქვენ ისე გასაგებად გვიხსნით თემას, რომ გაუგებარი არაფერი რჩება“.

„სიხარულით ველოდები თქვენს მესიჯს, თუ როდის ჩაგვიტარდება შეხვედრა“.

„ძალიან მომწონს ეს გაკვეთილები. ვიცი, ეს ცოდნა აუცილებლად გამომადგება“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები