ჩვენი ისტორია

ჩვენს სახელში არის სიტყვა „სოხუმი“ - ჩვენი საყვარელი ქალაქის, აფხაზეთის დედაქალაქის სახელი.
ორგანიზაციის თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით - მას აქეთ, რაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს აფხაზეთი.
დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით იყო შესაძლებელი. სწორედ ეს იყო კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ შექმნის მიზანი. თავიდან მას ჰქონდა ქველმოქმედების მისია, მაგრამ წლების მანძილზე ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არე გაფართოვდა და ის გადაიქცა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციად ქვეყანაში, რომელიც 24 წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა (რეგისტრაცია №7) და 1999 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა მისი ხელმეორე რეგისტრაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ალლა გამახარია, მერი გელაშვილი, ნანული რამიშვილი და აწ განსვენებული ჟანა ჭაბუკიანი.

2019 წელს დაარსდა  ორგანიზაციის თბილისის წარმომადგენლობა (ვებგვერდზე არის კატეგორია  - თბილისის ოფისი).   

2021 წლის 19 ოქტომბრიდან ორგანიზაციას ეწოდა ქალთა ფონდი „სოხუმი“ (გადაწყვეტილება მიიღო დამფუძნებელთა კრებამ 2021 წლის 24 სექტემბერს და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ).

 

თბილისის წარმომადგენლობა

 

გამოქვეყნებულია ისტორია
ასევე ამ კატეგორიაში თბილისის წარმომადგენლობა »

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image