ვიდეო (14)
სიუჟეტში შეჯამდა მუშაობა პროექტში „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა“.
ვიდეოჩანაწერში წარმოდგენილია პროექტში ჩართული ხუთივე მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი და ზუგდიდი. ამ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მოქმედებდა საინიციატივო ჯგუფები. ამ ჯგუფების წარმომადგენელი ქალები საუბრობენ, თუ რა მისცა მათ პროექტმა და ქსელურმა მუშაობამ. ისინი მაყურებელს უზიარებენ თავიანთ წარმატებებს, იმას, თუ რა შედეგებს მიაღწიეს და როგორ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, რომელთაც შეუძლიათ პრობლემების გამოვლენა, ადვოკატირება და მოგვარება თავიანთი თემის უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
როგორ უნდა შეძლოს ომითა და დაპირისპირებით გახლეჩილმა საზოგადოებამ, გადალახოს გაუცხოება, აღადგინოს ურთიერთობა და შექმნას ღირსეული და უსაფრთხო მომავალი? - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ჩვენმა წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ სტუმრად მამუკა ყუფარაძის გადაცემაში აფხაზური ფილმის „მომავლის მოლოდინში“ წარდგენისას.
17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ პირველ ქსელურ სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობაზე. სიუჟეტიც სწორედ ამ თემას ეხება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სიუჟეტში ასახულია ქუთაისში გამართული სამოქალაქო ფორუმი თემაზე: „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა.“
სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აფასებენ პროექტის დინამიკას და მსჯელობენ გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პერსპექტივებზე ცალკეულ მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი) ორგანიზებულმა ქალთა ქსელებმა შეარჩიეს აქტუალური პრობლემები, რომელთა ადვოკატირების პროცესი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ დაიწყეს.
ამაზე თავად პროექტში ჩართული ქალები და შეხვედრაში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, პრობლემების გადაჭრისათვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ბევრი საკითხი განიხილეს ტრენინგებზე. ზოგი რამ გაიხსენეს, ზოგიც ისწავლეს...
ამ პატარა ვიდეოჩანაწერში ქალები თვითონ საუბრობენ, რა მისცათ ტრენინგებმა, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებამ, ერთობლივმა მუშაობამ. ტრენინგების ციკლმა გააძლიერა მონაწილეები: ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
ახლა ხუთივე მუნიციპალიტეტში არიან კომპეტენტური აქტიური ლიდერი ქალები, რომელთაც დევნილთა თემში შეუძლიათ პრობლემების გამოვლენა, ადვოკატირება და მოგვარება, დევნილი გოგონების/ქალების და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების შეცვლა უკეთესობისკენ.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
პატარა, თბილი სიუჟეტია - ქართულ სუფრაზე, მეგობრობაზე, თანადგომაზე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთი განსაკუთრებული დღის ასახვაა. იმ დღის, როცა უკრაინელი ქალები და ბავშვები მივიღეთ ჩვენს ოფისში, ქართული სუფრა გავუშალეთ, ჩვენი ხელით მომზადებული კერძები და სითბო და სიყვარული ვაგრძნობინეთ... ქალებმა რომ დიდი მადლობა გვითხრეს, ცრემლნარევი და გულითადი...
ამ ქალებთან აქტიურად მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია, ეხმარება და ზრუნავს მათზე...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რატომ ჩავერთე პროექტში? რა გამოცდილების გაზიარება შემიძლია დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის? რას მივიღებ პროექტში მონაწილეობით?
ამ შეკითხვებზე იძლევიან პასუხს სიუჟეტის გმირი ქალები - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები. ისინი თავად სვამენ აქცენტებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართვა საპროექტო მუშაობაში. ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აქტივისტი ქალები დაინტერესებულნი არიან დევნილი გოგონების და ქალების პრობლემების მოგვარებით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით. ტრენინგები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ტარდება, ხელს შეუწყობს მათი ცოდნის და კომპეტენციის ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით