ტრენინგი დღის სარეაბილიტაციო ცენტრისთვის

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელზეც ისაუბრეს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსზე,  პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლაზე. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია დონორი ორგანიზაციების შესახებ და იმის თაობაზე, თუ სად შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა გრანტის მისაღებად.

როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ტრენინგი მათთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იყო, რადგან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოადგებათ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ-ტრენინგი: SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპი

1 2

როგორია ჩვენი სამიზნე ჯგუფების ოჯახების სტრუქტურა და სოციალური ნორმები, გენდერული ძალადობის ანატომია; როგორ შევძლოთ ოჯახური კონფლიქტების დროული   დიაგნოსტირება  და რისკების მინიმალიზება; როგორ მუშაობს პრაქტიკაში ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები; როგორ მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ტრანსფორმაცია: რა არის საინფორმაციო კამპანიების როლი ძალადობის პრევენციის/ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით.

ეს თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა SOS ბავშვთა სოფლის ზუგდიდის მოტივირებულ, მაღალკვალიფიციურ ჯგუფთან სამდღიანი  ონლაინ-ტრენინგის ფორმატში იმუშავეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

ტრენინგი ჯანდაცვის მუშაკებისთვის ბათუმში

1 2 3 4 5 6

14-17 აგვისტოს ბათუმში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ჯანდაცვის მუშაკებისათვის გაიმართა ტრენინგი შემდეგ თემებზე: ოჯახში ძალადობის მიზეზები, ბავშვის მიმართ ძალადობა, ფსიქოემოციური ასპექტები, ოჯახში ძალადობის პრევენცია, უწყებათა შორის თანამშრომლობა, სამართლებრივი მექანიზმები. განხილულ იქნა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მუშაკების გაძლიერებას ძალადობის შემთხვევების მართვის, პრევენციის და რეაგირების მხრივ.

მუშაობა მიმდინარეობს პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თანპარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ და ფონდი „სოხუმი“ - თანამშრომლობის დასაწყისი

1 2 3 4

- როგორ გავაძლიეროთ ოჯახები, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობა, გაუცხოება ოჯახის წევრებს შორის, რათა ყველა ბავშვი იზრდებოდეს სრულფასოვან, უსაფრთხო გარემოში, არსებული მენტალური დამოკიდებულებების ფონზე როგორ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რა შევცვალოთ და რა დავნერგოთ ბენეფიციარ მამაკაცებთან მუშაობის პროცესში; ვინ არიან ჩვენი პარტნიორები ამ საქმეში, ვისთან ვითანამშრომლოთ - ამ და სხვა საკითხებზე ფონდი „სოხუმის“ ტრენერთა ჯგუფმა ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგი ფონდ „სოხუმსა“ და ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ შორის თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ოჯახის გაძლიერების კომპონენტის გაფართოებას და ეფექტიანობას.

„ოჯახის გაძლიერების სტრატეგია მუნიციპალური მომსახურების კონტექსტში“ - ტრენინგი ბორჯომში

1 2 4 3 5 6

17-19 ივლისს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ოჯახის გაძლიერების სტრატეგია მუნიციპალური მომსახურების კონტექსტში“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი).

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გააკეთეს. ტრენინგზე განხილული იყო აქტუალური თემები, მათ შორის: სახელმწიფო სტრატეგია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, თვითმმართველობის როლი და უფლებამოსილება, ადგილობრივი ელექტრონული სერვისები COVID-19-ის კრიზისის პირობებში, მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება და ოჯახების გაძლიერება.

ტრენინგზე შემუშავებული სტრატეგიები ხელს შეუწყობს ოჯახების გაძლიერებას.


პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები