ტრენინგი ერევანში

1 2 

3 4

ერევანში გაიმართა ტრენინგ-სემინარი თემაზე „სტრატეგიული მშვიდობისმყოფელობის ინსტრუმენტები ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად სამშვიდობო საქმიანობაში“. აქ შეიკრიბნენ შვედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna-ს მხარდაჭერით მომუშავე პარტნიორული ორგანიზაციების (მათ შორის - კონფლიქტური რეგიონების) წარმომადგენლები. განხილულ იქნა კონფლიქტის გენდერულად მგრძნობიარე ანალიზის საკითხები. ორგანიზაციებმა გააკეთეს თავიანთი პროექტების პრეზენტაციები. ფონდმა „სოხუმმა“ წარმოადგინა უკვე დასრულებული პროექტი „ინკლუზიური მიდგომები ადამიანური უსაფრთხოების სფეროში“. მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ინკლუზიური მიდგომის არსს, მუშაობის მეთოდებსა და შედეგებს.

ერევნის შეხვედრა იყო სივრცე ნაცნობობისთვის, გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების გაზიარებისთვის.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ტრენინგი თემაზე „კომპლექსური მიდგომები ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში“

7 
1 2 3
 4 5 6 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით 12-15 აპრილს, ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის თემაზე „კომპლექსური მიდგომები ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში: გენდერული, სოციალური, პროგრამული და სამოქალაქო ბიუჯეტირება“. მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, შეადგინეს სამოდელო ადგილობრივი გენდერული პროგრამები პროგრამული ბიუჯეტის პრინციპით. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი ბორჯომში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის

       

- რა კავშირშია გენდერული თანასწორობა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან.  როგორ პასუხობს გენდერულ პოლიტიკას ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამები, რა უფლებამოსილებას აკისრებს კანონი ადგილობრივ თვითმმართველობებს ოჯახურ ძალადობასთან მიმართებაში, - ამ საკითხებზე მიმდინარეობდა მუშაობა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გამართულ ტრენინგზე ბორჯომში.

ტრენინგს ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა) წარმომადგენლები. სამდღიანი მუშაობის ბოლოს ცალკეულმა მუნიციპალიტეტებმა ჯგუფურად შეიმუშავეს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სამოქმედო სტრატეგია, რომლის დანერგვასაც ადგილობრივ ბიუჯეტში შეეცდებიან.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგმა მისცა მათ შესაძლებლობა, 9 მუნიციპალიტეტის გამოცდილებას გაცნობოდნენ გენდერული პოლიტიკის დანერგვისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ეს გამოცდილება მათ საქმიანობაში ჰპოვებს ასახვას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი ფონდი „სოხუმის“თანამშრომლებისთვის

        

ფონდ „სოხუმში“ ყოველწლიურად ასობით ღონისძიება იმართება: საინფორმაციო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, ვორკშოპი თუ ტრენინგი. ეფექტურ პრეზენტაციას და ფასილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის.

ორგანიზაციაში ბევრი რამ კეთდება ინსტიტუციური განვითარებისათვის. სწორედ ამ მიზნით 16-17 თებერვალს, ბორჯომში საერთაშორისო ტრენერებმა ფონდის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი პრეზენტაციისა და ფასილიტაციის თემაზე.

ეს იყო მრავალწლიანი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და კიდევ უფრო გამდიდრება. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ შეაფასა თავისი უნარი, დაინახა მუშაობის სუსტი და ძლიერი მხარეები, მიიღო საჭირო რჩევები და მოტივაცია აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაციის და კიდევ უფრო მეტი წარმატებული შედეგისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ერევანში

  

22-25 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები მიწვეული იყვნენ  ადვოკატირების საკითხებზე გამართულ ტრენინგზე. ტრენინგი ჩატარდა ერევანში ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს ორგანიზებით. შეხვედრაზე მოხდა პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ, ნაციონალურ და რეგიონალურ დონეზე ადვოკატირების კუთხით.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები