ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის

19-21 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, სენაკის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის 23 წარმომადგენლის (მათ შორის 15 მამაკაცი) მონაწილეობით.
ტრენინგის თემა იყო „ადგილობრივი თვითმმართველობა - ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პრევენციული სტრატეგიები“. მისი კურიკულუმი მოიცავდა ყურადღების გამახვლებას შემდეგ საკითხებზე: გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის სახეები, სტამბულის კონვენცია, კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, სამოქმედო გეგმა, საკანონმდებლო ცვლილებები...
ტრენინგის ბოლო დღეს ყველა ქალაქის მიხედვით შემუშავდა სამოქმედო სტრატეგია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.
დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქმა განაცხადა მზადყოფნა იმ ბოროტებასთან  - ძალადობასთან - საბრძოლველად, რომელსაც განიცდის ქალთა დიდი ნაწილი!
 
   
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი მობილიზატორებისათვის - თანამშრომელთა პოტენციალის გაძლიერება

ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, 15-16 მაისს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის ბათუმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის დიზაინი და მართვა“. ტრენინგი აიგო პრაქტიკულ მუშაობაზე, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა მიერ საკუთარი რეგიონის, თემის დონეზე პრობლემების იდენტიფიცირება და საპროექტო წინადადებების მომზადება.

მონაწილეები გაეცნენ ფანდრაიზინგის ტექნოლოგიებს, პროექტის საბაზო ელემენტებს, დაწერის სტრუქტურას, ლოგიკური მატრიცის გამოყენებას. 
ჯგუფური სამუშაოების მეშვეობით მონაწილეებმა შეძლეს პრობლემების გამოკვეთა და  პროექტის მიზნები, ამოცანებისა და შედეგების ჩამოყალიბება. მიღებული ცოდნის შედეგად ისინი დამოუკიდებლად შეიმუშავებენ პროექტებს და შეეძლებათ ფინანსური მხარდაჭერის მოძიება.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის

FormatFactoryIMG 2418ქუთაისში, სასტუმრო „რივერსაიდში“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო  საბჭოს წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე პროექტების დიზაინი და მართვა“.
ინფორმაციულ ნაწილს ახლდა პრაქტიკული სავარჯიშოები. მონაწილეებმა ჯუფებში იმუშავეს პროექტების შექმნასა და დახვეწაზე. 
- ტრენინგზე პროექტების წერის ტექნიკას დავეუფლეთ;  მნიშვნელოვანი იყო ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა; ტრენინგი დაგვეხმარება პროექტების შემუშავებაში, - ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება.
 

  

 
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტრენინგი ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე

- ცოცხალი, დინამიური ტრენინგი, თეორიული და პრაქტიკული ნაწილების ეფექტური მონაცვლეობით, - ასე შეაფასეს მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბათუმში,  ჩატარებული ტრენინგი.
პირველი დღე ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების განხილვას დაეთმო, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამ საკითხების გენდერულ ჭრილში გაანალიზება.
პროექტის მიხედვით, ტრენინგის მონაწილეები ამ საკითხებზე კვლევებს ჩაატარებენ ქუთაისში, სენაკში, ფოთში, ხონში, წყალტუბოსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამიტომაც ტრენინგის მეორე დღე კვლევების ჩატარების მეთოდოლოგიას და ტექნიკას დაეთმო.  
 
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„დიზაინი და პროექტის მართვა“ - ტრენინგი სენაკში

2„დიზაინი და პროექტის მართვა“ - ასეთი იყო სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს
წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის გამართული ტრენინგის თემა.
მონაწილეები გაეცნენ ფანდრაიზინგის ტექნოლოგიებს, პროექტის საბაზო და მნიშვნელოვან ელემენტებს და დაწერის სტრუქტურას, ლოგიკური მატრიცის გამოყენებას.
ჯგუფური სამუშაოების დროს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ახალი საპროექტო იდეები გაუჩნდათ. მონაწილეები ცდილობდნენ, სწორად ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პროექტების მიზნები, ამოცანები და შედეგები.
მიღებული ცოდნა იმის გარანტია, რომ ისინი დამოუკიდებლად შეიმუშავებენ პროექტებს და შეძლებენ ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

3 4 5 1

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები