ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ოჯახი ძალადობის გარეშე“ ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
დასაწყისში მოეწყო შეხვედრები თემში მცხოვრებ ქალბატონებთან და მათი შერჩევა ტრენინგისთვის. შემდეგ ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა 23 ადამიანი სხვადასხვა სოფლიდან. ტრენინგის თემა იყო „ოჯახში ძალადობა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები“. მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები.
ტრენინგის მონაწილეთაგან შეირჩნენ ქალბატონები, რომლებიც ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ოჯახში ძალადობის საკითხზე ორსანტიის, ინგირის და დიდი ნეძის თემებში მცხოვრები ქალბატონებისთვის.