ტრენინგი თემაზე - ფონდების მოძიების სტრატეგია

     

16-17 იანვარს ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფონდების მოძიების (ფანდრაიზინგის) სტრატეგიის შემუშავება“. მასში მონაწილეობა მიიღო ფანდრაიზინგის ჯგუფმა და ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრის მობილიზატორმა.

ტრენინგის მსვლელობისას გამახვილდა ყურადღება შემდეგ საკითხებზე: როგორ უნდა მოხდეს ფონდების მოძიება, ფონდების მოძიების დაგეგმარება, ძირითადი ეტაპები ფონდების მოძიებისათვის, SWOT ანალიზი და ა.შ.

მობილიზატორები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მათ აქვთ პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების პრაქტიკა და ამ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების, ფონდების მოძიებაც. ტრენინგმა სწორედ ეს უნარ-ჩვევები და გამოცდილება შესძინა მათ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის

 

23 სექტემბერს, ბათუმში ჩატარდა ტრენინგი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთათვის. ტრენინგის თემატიკამ მონაწილეები დააინტერესა, გამომდინარე იქედან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია გენდერის თემა და ქალთა აქტიურობა. გამოიკვეთა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ინტერესიც, რადგან თავად მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში. შეხვედრაზე ხაზგასმულ იქნა ქალი-კანდიდატების მხარდაჭერის აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის ზუგდიდში

   

20 სექტემბერს ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის შემდეგ თემებზე: არჩევნები დემოკრატიის საფუძველი. საქართველოს საარჩევნო კოდექსი. საქართველოშო მოქმედი პოლიტიკური სისტემა. პოლიტიკური პარტიების პროგრამები, სტრუქტურა, როლი და მნიშვნელობა. გენდერი და გენდერული თანასწორობა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა. ქალი-კანდიდატების მხარდაჭერა.

თითოეულმა საკითხმა მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.  კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების წინ ამ თემების განხილვა დროული და სასარგებლო იყო.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი ხობში

  

ხობში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.

ტრენინგის თემა „არჩევნები - როგორც დემოკრატიის საფუძველი, პოლიტიკური სისტემა და ქალთა როლი ამ პროცესებში“ საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ აქტიურადაა ჩართული საარჩევნო პროცესში და ტრენინგი დაეხმარა, რომ უფრო ღრმად ჩაწვდეს კონკრეტულ საკითხებს და უფრო მომზადებული შეხვდეს არჩევნებს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი ქალთა საინიციატივო ჯგუფებისათვის

  

 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქობულეთში, სასტუმრო „სანრაიზში“ სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ქუთაისიდან, ხონიდან, წყალტუბოდან. ტრენინგის დღის წესრიგით მონაწილეებმა იმუშავეს ადვოკატირების საკითხებზე: როგორ ხდება პრობლემათა იდენტიფიცირება, კამპანიის დაგეგმვა, სლოგანის დამუშავება, მესიჯ-ბოქსების შედგენა, სვოტ-ანალიზზე მუშაობა.

საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაცნობა.  მინი-ლექციებს თან ახლდა პრაქტიკული სავარჯიშოები,  როლური თამაშები, ინტერაქტიული მუშაობა.

ბოლო დღეს ჯგუფებმა მუნიციპალიტეტების მიხედვით კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს. გამოიკვეთა, რომ  მათ აქვთ სათანადო გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია ადვოკატირებისას.

სამი დღის მანძილზე დიდი იყო მონაწილეთა ინტერესი, რაც უკუკავშირით დაფიქსირდა:  

-ჩემთვის ტრენინგი იყო საუკეთესო საშუალება საკუთარი რესურსების და შესაძლებლობების შესაფასებლად

-საინტერესო იყო სხვა მუნიციპალიტეტების  გამოცდილების მოსმენა, რაც მომავალში ჩვენს საქმიანობაშიც დაინერგება.

შემდეგ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფები სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებას პრაქტიკულად შეეცდებიან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები