პროექტის „ქალთა შესაძლებლობების გაფართოება ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად" ფარგლებში ქუთაისში, სასტუმრო „დისქავერში“, სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა სამშვიდობო ინიციატივები, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გამოყენება.
ტრენინგის ფორმატიდან გამომდინარე, ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდების და ქალთა ჯგუფები ცალ-ცალკე მუშაობდნენ, ხოლო მესამე დღეს ორივე ჯგუფმა გაერთიანებულად იმუშავა.
ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოების, იმიტირებული წარმოდგენების მეშვეობით მონაწილეები შეეცადნენ ეფიქრათ კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესაძლო ვერსიებზე, ახალ მიდგომებზე.
მათი მოსაზრებით, ქალთა სამშვიდობო რესურსები ამოუწურავია და მიღებული ინფორმაციები გაზრდის მათ მოტივაციას, მეტი აქტიურობით იმუშაონ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით