რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდა სამუშაო შეხვედრები მამაკაცებთან, ბავშვებთან და მოზარდებთან ბორჯომში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ერთად - დაფიქსირდა მათი წინადადებები შემდგომ მუშაობაში ახალი კომპონენტების დამატებასთან დაკავშირებით.
სახალისო ღონისძიებით აღინიშნა დედის დღე - ბავშვები და დედები ჩაერთნენ კონკურსებსა და თამაშებში, მღეროდნენ, ცეკვავდნენ.
და ყველაზე მთავარი - ფონდის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი-ვორკშოპი ინსტიტუციური განვითარების მიზნით: მათ იმუშავეს ახალი პროექტის მიზნებსა და ინდიკატორებზე, ორგანიზაციის სუსტ მხარეებსა და მათი დაძლევის გზებზე, ფანდრაიზინგისა და უსაფრთხოების სტრატეგიებზე.
უამრავი ფლიფჩარტი, სამუშაო მასალა, რეკომენდაცია, ინიციატივა და გეგმა ჩამოიტანა ფონდმა „სოხუმმა“ ბორჯომიდან - ასე ნაყოფიერად დასრულდა 3 დღე.