ამ კრებულში 10 მოდულია. ეს არის ახალგაზრდებთან ტრენინგების ჩატარების მოკლე ჩანაწერები. ტრენინგები ტარდება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი).

სატრენინგო მოდულების კრებული დახმარებას გაუწევს მათ, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს კონფლიქტის მართვის თუ გენდერულ საკითხებზე. ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ტრენერული უნარ-ჩვევების განვითარებას.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის, ტოლერანტობის და არაძალადობრივი კულტურის დანერგვა“. ის წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს და დახმარებას ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაებან ტოლერანტული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი საზოგადოების მშენებლობაში.

პუბლიკაციაში ინტეგრირებულია შემდეგი თემები: ტოლერანტობა, გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული თანასწორობა, ლიდერობა და გუნდის შექმნა, კონფლიქტის მართვა, ახალგაზრდული აქტივიზმი და მონაწილეობა, ფორუმ-თეატრი. 

ეს თემები გააღვიძებს ახალგაზრდებში ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ ინიციატივას და განავითარებს სამოქალაქო აქტიურობას თავიანთ საზოგადოებებში პოზიტიური ცვლილებების შეტანის მიზნით.

გადმოწერა

პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში მომზადდა პუბლიკაცია - მეთოდური სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის - ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგისთვის და მასში მოცემულია სატრენინგო მასალები, რომლებიც გამოყენებული იყო პროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის განხორციელებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარებისთვის“ - ასე ჰქვია მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გამოუშვა ახალგაზრდა ტრენერებისთვის.

სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში  იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც  გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიის საკითხებზე. კრებულში შევიდა 4 თემა, რომელზეც იმუშავეს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა: კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები; ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში; გენდერი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში; მასკულინურობის გავლენა კონფლიქტზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია ტრენერისთვის საჭირო ინფორმაცია: ტრენინგის სტრუქტურა და ტრენერობის ხელოვნება.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები