სამედიცინო პერსონალი და ძალადობა - ფონდი „სოხუმის“ კვლევა

1ფონდ „სოხუმში“ მომზადდა „კვლე­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის  რო­ლი და ჩარ­თუ­ლო­ბა ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნის, მას­ზე რე­ა­გი­რე­ბის და რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში“. მასში მოცემულია სა­მე­დი­ცი­ნო პერსონალის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქალ­თა მი­მართ/ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხე­ბის მი­მართ, მათი ხედ­ვა გა­მო­სავ­ლის შე­სა­ხებ და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრავალკომპონენტიანი კვლევები

პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში დასრულდა მრავალკომპონენტიანი კვლევების პირველი ეტაპი, რომელშიც ჩართული იყო ქართული მხარის 4 ექსპერტი (პროექტი მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით).

მკვლევარებმა წარმოადგინეს საექსპერტო ნაშრომების დრაფტები, რომლებიც 4 დამოუკიდებელ თემას მოიცავს და ეხება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის სხვადახვა ასპექტს.

კვლევის დასრულების შემდეგ რეკომენდაციათა საფუძველზე შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, ორიენტირებული ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე, რაც პუბლიკაციის სახით მიეწოდება საზოგადოებას.

პროექტიხორციელდებავიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით

ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული ანალიზი

მუნიციპალური ბიუჯეტის გენდერული ასპექტების ანალიზის ამოცანაა    განისაზღვროს და წინა პლანზე  წამოიწიოს არსებული სოციალური პრობლემები და ის, თუ რამდენად არის დაცული სოციალური სამართლიანობა და გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე, რამდენად არის უზრუნველყოფილი არსებული რესურსების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის.

მოცემულ ანგარიშებში წარმოდგენილია ქუთაისის, სენაკის და ოზურგეთის  მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის  კვლევა/ანალიზი გენდერული პარამეტრების გათვალისწინებით.

ქუთაისი   ოზურგეთი   სენაკი

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საჭიროებათა კვლევა ხონის დევნილთა ჯგუფებში

2016 წლის სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა  დევნილთა დასახლებაში მცირემასშტაბიანი კვლევა ჩაატარა, რომელმაც აქ მცხოვრები დევნილების სოციალური საჭიროებები გამოავლინა. საკითხთა ჩამონათვალში მოხვდა დასახლებაში ამბულატორიის გახსნა, საბავშვო ბაღებში ბაგის ასაკის ბავშვების  ჯგუფების დამატება,  კომუნალური სუბსიდირება, მედიკამენტების თანადაფინანსება,  შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის გახსნა, ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამების დანერგვა  და ა.შ.

კვლევა ჩატარდა, როგორც ორგანიზაციის წვლილი ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის შემუშავებაში (ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) პროექტი - „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში ფარგლებში“ ფარგლებში)

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

გენდერული საჭიროებების კვლევა ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

2016 წლის აპრილ-მაისში ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევა ჩაატარა.  კვლევამ  გამოავლინა იგპ, სოციალურად დაუცველი ადამიანების, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, მეწარმე ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პირველი რიგის საჭიროებები. 

სამიზნე ჯგუფებთან, დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ჩატარებული მუშაობის შედეგად შემუშავებული სარეკომენდაციო სახის წინადადებები განიხილება გენდერული საბჭოების მიერ, რათა მოხდეს რეკომენდაციათა პაკეტის წარდგენა  ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. წინა წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს პროცესი ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული პარამეტრებით შედგენას შეუწყობს ხელს.

ქუთაისი    ოზურგეთი   სენაკი

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები