ქუთაისის გენდერული საბჭო სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს გენდერული საჭიროებების შეფასების მიზნით

 
- ოთხი ფოკუს-ჯგუფი, ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ, 200 ანკეტა, ამ მეთოდებით გამოკითხული 241 ადამიანი - ასეთი შედეგებით დაასრულა ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა.
თავიდანვე განისაზღვრა სამიზნე ჯგუფები და მიმართულებები: განათლების სფერო, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ხელისუფლება,  ქალთა უფლებები -  ჩაღრმავებული ინტერვიუ ამ სფეროს ექსპერტებთან ჩაიწერა.
სტუდენტები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ინტელიგენცია - ამ სამიზნე ჯგუფებთან ფოკუს-ჯგუფის მეთოდი გამოიყენეს.
ანკეტირებით გამოიკითხა დევნილი ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველები, დევნილი ქალები.
კვლევის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებმა შესაბამისი ანგარიში-ტრანსკრიპტი წარმოადგინეს.    
კვლევის ანალიზის შემდეგ შემუშავდება რეკომენდაციები, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭო წარუდგენს ქუთაისის საკრებულოს, რათა ქალაქის მომავალი 2016 წლის ბიუჯეტში კიდევ უფრო უკეთ აისახოს გენდერული საჭიროებები.  
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები