ტრენინგი წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბისთვის

  

წყალტუბოში ჩამოყალიბებული ამომრჩეველ ქალთა კლუბისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „არჩევნები - როგორც დემოკრატიის საფუძველი, პოლიტიკური სისტემა და ქალთა როლი ამ პროცესებში“. არჩევნები აქტუალური თემაა და მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მწვრთნელებისგან.

ტრენინგი აქტიური დისკუსიის ფონზე მინდინარეობდა. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ თუ ქალები იქნებიან გადაწყვეტილების მიღების დონეზე, წინა პლანზე საჭირბოროტო საკითხები წამოიწევს. ამისათვის თავად ქალებმა უნდა შეუწყონ ხელი იმ აქტიური ქალბატონების წარმოჩენას, რომლებიც მათ თემში არიან.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბისთვის

  
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „არჩევნები - როგორც დემოკრატიის საფუძველი, პოლიტიკური სისტემა და ქალთა როლი ამ პროცესში“.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საარჩევნო კოდექსზე, მათ უფლებებსა და მოვალეობებზე, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ სისტემაზე, პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე, სტრუქტურაზე, როლსა და მნიშვნელობაზე. ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო გენდერული თანასწორობის საკითხს.
მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, თუ რატომაა აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობა, ქალი-კანდიდატების მხარდაჭერა. ყველა ეს თემა მიწოდებულ იქნა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, რამაც ტრენინგის ეფექტურობა უზრუნველყო.

 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის

   

დაიწყო ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტი „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“.

გაიმართა პირველი ღონისძიება - ტრენინგიქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის. მონაწილეები გამოცდილი მწვრთნელებისგან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნენ - საარჩევნო კოდექსზე, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე, გენდერულ თემაზე, ქალი-კანდიდატების მხარდაჭერის კუთხით. ქალბატონებმა კონკრეტულ კითხვებზეც მიიღეს პასუხები. ისინი პროექტის ფარგლებში აქტიურ მუშაობას გეგმავენ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის

     

სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის. ეს იყო პირველი ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში. პროექტი მიმართულია ქალთა აქტივობის განვითარებისა და მათი როლის გაზრდისაკენ საარჩევნო პროცესში.

ტრენინგის 17 მონაწილე გაეცნო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - საქართველოს საარჩევნო კოდექსი, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, გენდერის თემა ქალ-კანდიდატთა მხარდაჭერის კუთხით.

ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ისინი მზად არიან, ჩაერთონ კლუბის მუშაობაში და თავიანთი წვლილი შეიტანონ პროექტის მიზნების მიღწევაში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვაში

  

 

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები 20-22 აგვისტოს, წყალტუბოში  ორგანიზაცია PIN-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც ხონისა და გორის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოებისა და  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი იყო სტრატეგიული დაგეგმარების უნარების გაღრმავება; ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებისა და ამოცანების, სოციალური პოლიტიკის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების, გამოწვევების განსაზღვრა ადგილორივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის დოკუმენტის შესაქმნელად.

PIN-ის პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ - დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში- PIN მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები