მესამე ტრენინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

 

გრძელდება ტრენინგების ციკლი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით). მესამე ტრენინგი გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების - ოქტომბერი, დავითიანი, დიდინეძი, დიდინეძის კახათი, კახათი, ერგეტა, ცვანე, ინგირი, ოირემე -  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.

მონაწილეები საფუძვლიანად გაერკვნენ გენდერისა და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებში და თავადაც გადაწყვიტეს აქტიური ჩართვა ძალადობის პრევენციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები