გრძელდება ტრენინგების ციკლი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით). მესამე ტრენინგი გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების - ოქტომბერი, დავითიანი, დიდინეძი, დიდინეძის კახათი, კახათი, ერგეტა, ცვანე, ინგირი, ოირემე - და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.
მონაწილეები საფუძვლიანად გაერკვნენ გენდერისა და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებში და თავადაც გადაწყვიტეს აქტიური ჩართვა ძალადობის პრევენციის პროცესში.