ტრენინგი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისათვის

  

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი, რათა მათ შეძლონ ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინასებული მცირე პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება.

ტრენინგის პირველი ნაწილში განხილული იყო ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობა. მობილიზატორებმა ადგილზევე შეავსეს სხვადასხვა ფინანსური ფორმა.

მეორე ნაწილი მიეძღვნა საორგანიზაციო მუშაობას, სამოქმედო გეგმების განსაზღვრას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას პროექტის ეფექტურობისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი სასტუმრო სერვისის შესახებ

  

წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საკურორტო სერვისი და მომსახურების ეტიკეტი“. მონაწილეების დიდი დაინტერესება გამოიხატებოდა იმით, რომ გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია ამ სფეროში და მათთვის აუცილებელია ტრენინგით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების ათვისება. ტრენინგზე თეორია და პრაქტიკა დოზირებულად იყო მიწოდებული, რამაც მის პროდუქტულობაზე დადებითად იმოქმედა.

მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი ტრენინგების ციკლი უფრო მასშტაბურად ჩატარდება.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

ტრენინგი წყალტუბოში

 

12 მაისს წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მცირე მეწარმეობის საფუძვლები და ბიზნეს გეგმის შედგენა“. მასში მონაწილეობა მიიღო 13-მა ახალგაზრდამ. რომლებმაც გაიარეს კომპიუტერისა და ჭრა-კერვის კურსები. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა შეიმუშავეს ბიზნეს-გეგმები. მათ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პროექტების კონკურსში და მიიღონ სამახსოვრო პრიზები, რომლებიც დაეხმარებათ მათ თავიანთი იდეების განხორციელებაში.  

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

ქუთაისის გენდერული საბჭოს პროექტი - ტრენინგი სტუდენტებთან

  

ქუთაისის გენდერული საბჭოს პროექტი „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“   მომდევნო ეტაპზე გადავიდა (პროექტი ხორციელდება ქუთაისის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).

აპრილში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია, 13 მაისს კი ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი სტუდენტებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები გენდერული თანასწორობის საკითხებზე; გაეცნენ ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურას, პრიორიტეტებს; გაიაზრეს, რამდენად ეფექტურია სტუდენტების ჩართულობა, რეკომენდაციების მომზადებაში ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას.

ტრენინგში სამი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის შესაბამისად, ისინი გააგრძელებენ ვორკშოპების ჩატარებას წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის კორპუსში. 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

თერჯოლა - ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

    

7 და 9 მაისს თერჯოლის ახალგაზრდულ სახლში ჩატარდა ტრენინგი „საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების“ თემაზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მა ახალგაზრდამ - მათგან 10-10 კომპიუტერული და საბუღალტრო სწავლების კურსდამთავრებულები არიან, ხოლო 10 - ახალი მონაწილეა.

ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს საშუალება მიეცათ, საკუთარი იდეის შესაბამისად დაწერონ ბიზნეს-გეგმა და განსახილველად წარუდგინონ კომისიას. გამარჯვებული მონაწილე სამახსოვრო პრიზით დასაჩუქრდება.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები