ფონდმა „სოხუმმა“ თერჯოლაში დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტის მონაწილე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის ჩატარდება პროფესიული გადამზადების კურსები: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.
15 მარტს ჩატარდა ბუღალტრული აღრიცხვის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
ჩეხურმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ დააფინანსა ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ის ხელმისაწვდომს ხდის მათთვის პროფესიული გადამზადების კურსებს: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.
ეს ხელს შეუწყობს დასაქმების მეტ შესაძლებლობას და ოჯახების სოციალური ფონის გაუმჯობესებას. პროექტი ხორციელდება თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში.
10 მარტს დაიწყო კომპიუტერული კლასის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში გაიმართა ტრენინგები თემაზე: „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
17 თებერვალს გამგეობის დარბაზში გამართულ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები სენაკის კერძო და საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა. გამოყენებული იყო თემატური სავარჯიშოები, როლური თამაშები.
ტრენინგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის სწორ აღქმას და არაძალადობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას.
18 თებერვალს თემის განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. აუდიტორიას წარმოადგენდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და საკრებულოს დეპუტატები.
მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე, გაიხსენეს რეალური ისტორიები, როგორ მოაგვარეს კონკრეტული ოჯახური კონფლიქტები. ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები სოფლებში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების მიზნით.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ფონდ „სოხუმში“ შეიკრიბნენ, ორდღიან ტრენინგზე. 26-27 თებერვალს ისინი მუშაობდნენ პროექტის წერასა და დიზაინზე.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის წერის პრინციპებს - პროექტის სახელი, მიზნების აღწერა, პრობლემის აღწერა, რისკების განსაზღვრა, ღონისძიებების ჩამონათვალი.
მეორე დღეს კი იყო პრაქტიკული მუშაობა - მობილიზატორებმა მცირე პროექტები შეიმუშავეს ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრისთვის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა).
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
21-22 დეკემბერს ბორჯომში შეიკრიბნენ ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები - პროექტების ასისტენტები, იურისტები, ფსიქოლოგები, მობილიზატორები. მათი მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი, რომელზეც შემუშავდა ორგანიზაციის სტრატეგია 2016-2020 წლებისათვის.