ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ოზურგეთში და სიურპრიზი - ტრენინგის ბოლოს

;
 
ოზურგეთელი, სენაკელი და ქუთაისელი ჟურნალისტებისთვის, ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად,  გენდერული თემა მშობლიურად იქცა. მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი ამ კუთხით.
8 სექტემბერს ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი  გენდერულ ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე. მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ქუთაისელმა ჟურნალისტებმა.
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლები ლევან ხინთიბიძე და ირაკლი პაპავა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საბიუჯეტო სისტემაზე, პროგრამული და მათ შორის გენდერული ბიუჯეტის მოთხოვნებზე, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაზე და მედიის როლზე გენდერული ბიუჯეტის ფორმირებაში.
ტრენინგის შემდეგ გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი გირკელიძის „სიურპრიზი“ - ქუთაისის მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი და ექსკლუზიურად მათთვის ჩაირთო სოფელ შემოქმედის ცენტრში, სკვერში მოწყობილი შადრევანი, რომლის გახსნა თვის ბოლოსთვის იგეგმება.
 
  
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები