ტრენინგები ბათუმის ბაგა-ბაღებში

 
16-29 ნოემბერს, ბათუმის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სკოლამდელი განათლების სერვისების ხელშეწყობა“  ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა ქ. ბათუმის მე-2, მე-11, მე-12 და მე-14 ბაგა ბაღში (სულ მონაწილეობას ღებულობს ათი საბავშვო ბაღი).
თითოეული ტრენინიგი მიმდინარეობდა 10 საათს. ტრენინგს საერთო ჯამში ესწრებოდა 60 ადამიანი - ბაღების თანამშრომლები და მშობლები.
განხილულ იქნა თემები: ძალადობა და ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ბავშვზე ძალადობა, ბულინგი, ქცევის ნიშნები, გენდერული თანასწორობა, ინდივიდი და საზოგადოება, გენდერული თანასწორობის დადებითი მხარეები და ა.შ.
თემატიკა მისაღები და სასარგებლო აღმოჩნდა ტრენინგის მონაწილეებისათვის. გამოითქვა მოსაზრებები ტრენინგების გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით. 

„ახალი შტრიხები სკოლამდელი განათლების სერვისში“

 
ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით ბათუმში კიდევ ერთი პროექტი დაიწყო, რომელსაც ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან პარტნიორობით ახალგაზრდული ორგანიზაცია - „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ ახორციელებს.
პროექტის ავტორების აზრით, სკოლამდელი გენდერული განათლების სერვისის მათ მიერ არჩეული შტრიხები საკმაოდ ინოვაციურია საქართველოში და განვითარების ადრეულ პერიოდს გადის. პროექტის იდეა წარმოიშვა საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე, რადგან თვალშისაცემია შემეცნებით-აღმზრდელობით პროცესში პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობის დეფიციტი, აღზრდის პროცესისგან ოჯახის მამაკაცების გაუცხოება.
ამ ეტაპზე მიდის სისტემატიური კონსულტაციები „ბაღების გაერთიანებასთან“, რომელიც მიესალმება პროექტს და მიიჩნევს, რომ ბაღის პერსონალისა და მშობლებისთვის ჩატარებული ტრენინგებით პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სკოლამდელი გენდერული განათლების სერვისის განვითარებაში.    
პროექტი მოიაზრებს სამუშაო პროცესში ადგილობრივი კვალიფიციური კადრების ჩართვას. ყოველ მათგანს აქვს შესაბამისი განათლება და სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. პროექტი ამ მხრივაც  მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს ადგილობრივი კადრების დასაქმებას და პროფესიონალთა სამუშაო გუნდის შექმნას.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

გოგონების „საკუთარი“ მშვიდობიანი პლანეტები - ტრენინგის ბოლოს

     
 
18 გოგონა შეიკრიბა ქუთაისში, სასტუმრო „იმერში“დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ხობი, გალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები განმუხური და აბასთუმანი). 
უფრო საინტერესოები, მოტივირებულები და კრეატიულები შეარჩია კომისიამ 23 მონაწილიდან - რადგან ასე მოითხოვდა ტრენინგის ფორმატი. გოგონები აქტიურად მუშაობდნენ თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების გენდერული ასპექტები (კრეატიული მეთოდების ჩართვით)“.
ტრენინგი გაიმართა ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე“ ფარგლებში (დონორი: შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი).
4 დღის განმავლობაში უამრავ საინტერესო, ნაცნობ თუ უცნობ საკითხს შეეხნენ: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზები, დარეგულირების გზები, გაეროს  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მისია, ჟენევის მოლაპარაკება, ქალთა ლიდერობა, სამშვიდობო ხედვის შემუშავება... 
მონაწილეთა შორის იყვნენ გოგონები კონფლიქტის ზონიდან, რომელთაც ბევრი რამ საინტერესო შესძინეს ტრენინგს და მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები. 
ტრენინგზე მუშაობდნენ გამოცდილი მწვრთნელები, ექსპერტები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის  საკითხებში - იულია ხარაშვილი, დალი ხომერიკი, ხათუნა გოგუა და ეკა გამახარია. სხვადასხვა ბლოკს  დაესწრნენ პროექტის დირექტორი ალლა გამახარია და კოორდინატორი მერი გელაშვილი.
ბოლო ორმა დღემ ახალგაზრდები „მოწყვიტა“ რეალურ სამყაროს და შეაქმნევინა საკუთარი პლანეტები საკუთარი ლექსიკონით, მათ გამონახეს საკუთარი გზები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებისთვის. ეს იყო ძალიან საინტერესო და განსხვავებული.
ტრენინგი განსაკუთრებული იყო აქტიური დისკუსიებით, ჯგუფური სამუშაოებითა და პრეზენტაციებით, არაფორმალური ურთიერთობებით, თეატრის წარმოდგენაზე დასწრებით. გაუთავებლად შეიძლება დაიწეროს გოგონების ემოციებზე, რომლებიც  ტრენინგის ბოლოს  გულწრფელად  გაუზიარეს ერთმანეთს:                                                                                                                                                      
„ტრენინგმა მომცა ცოდნა, ფრთები და ენთუზიაზმი“.
„მივიღე ინფორმაცია კონფლიქტის სტადიების შესახებ, შევიტყვე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დინამიკა“. 
„მივხვდი, რომ ჩემს ფანტაზიასა და იდეებს საზღვარი არ გააჩნია“.
„დაღლილი და სავსე მე!“
 
პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
 

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ოზურგეთში და სიურპრიზი - ტრენინგის ბოლოს

;
 
ოზურგეთელი, სენაკელი და ქუთაისელი ჟურნალისტებისთვის, ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად,  გენდერული თემა მშობლიურად იქცა. მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი ამ კუთხით.
8 სექტემბერს ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი  გენდერულ ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე. მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ქუთაისელმა ჟურნალისტებმა.
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლები ლევან ხინთიბიძე და ირაკლი პაპავა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საბიუჯეტო სისტემაზე, პროგრამული და მათ შორის გენდერული ბიუჯეტის მოთხოვნებზე, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაზე და მედიის როლზე გენდერული ბიუჯეტის ფორმირებაში.
ტრენინგის შემდეგ გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი გირკელიძის „სიურპრიზი“ - ქუთაისის მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი და ექსკლუზიურად მათთვის ჩაირთო სოფელ შემოქმედის ცენტრში, სკვერში მოწყობილი შადრევანი, რომლის გახსნა თვის ბოლოსთვის იგეგმება.
 
  
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციის საკითხებზე

8 ივლისს შშმ პირებთან ჩატარდა ტრენინგი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, რამდენ ადამიანს შეუძლია მისი შექმნა- ჩამოყალიბება, რა ტიპის ორგანიზაციები არსებობს, ვინ შეიძლება იყოს დამფინანსებებლი, როგორ უნდა დაიწეროს პროექტი და ა.შ. 
მათი თქმით, ამ ტიპის ინფორმაცია მათთვის პირველი იყო და ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
 
  

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები