კომპიუტერის კურსები წყალტუბოში

 

წყალტუბოში დასრულდა ორთვიანი კომპიუტერის კურსი პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოს რაიონში“  ფარგლებში. 

კურსი გაიარა 16 მონაწილემ. მათი მოტივაციის საფუძველზე პროგრამით გათვლილ მასალაზე მეტი იქნა მათთვის მიწოდებული. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. აღნიშნულ იქნა, რომ მიღებული ცოდნა  მნიშვნელოვანია მათი დასაქმებისათვის.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

თერჯოლაში დასრულდა საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების კურსი

   

5 მაისს პროექტის „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“ ფარგლებში თერჯოლაში დასრულდა „საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების“ ორთვიანი კურსი (ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით, დონორი - მსოფლიო ბანკი).

კურსის ბოლოს გაიმართა ტესტირება ნასწავლი მასალის მიხედვით. ტესტირებამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს  სწავლების კურსი. ისინი მიღებულ ცოდნას მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

ტრენინგი სასტუმრო სერვისების შესახებ

 

წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საკურორტო სერვისი და მომსახურების ეტიკეტი“. ტრენინგზე მონაწილეობას ღებულობდნენ წყალტუბოს სხვადასხვა სასტუმროს პერსონალი და პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროში დასაქმებით.

ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სასტუმროს პერსონალი შესაბამისად ემსახურებოდეს კლიენტებს. შეხვედრა დაფუძნებული იყო მიღებული თეორიის პრაქტიკით გამყარებაზე. მონაწილეების თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ტრენიგების ციკლი უფრო მაშტაბურად ჩატარდება.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

ორი ჯგუფი - თერჯოლაში

  

თერჯოლაში დასრულდა კომპიუტერის კურსები. კურსები გაიარა ორმა ჯგუფმა. თითო ჯგუფში 15 მონაწილე იყო. ყველა მათგანი კმაყოფილი დარჩა, რადგან კურსები იყო უფასო და ხელმისაწვდომი. კურსდამთავრებულებმა სერტიფიკატები მიიღეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სკოლაში პრეზენტაციების მომზადების დროს, ხოლო შედარებით უფროსი ასაკის მონაწილეებს ეს ხელს შეუწყობს დასაქმებაში.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

პროექტების წერის მეთოდოლოგია - ტრენინგზე

  

პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოს რაიონში“ ფარგლებში ახალგაზრდებთან ჩატარდა ტრენინგი პროექტების წერის მეთოდოლოგიაზე.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში პროექტების წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. შედეგად - შემუშავდა სამი საპროექტო იდეა, რომელსაც ახალგაზრდები წარუდგენენ ადგილობრივ თვითმმართველობას და დონორ ორგანიზაციებს.

ტრენინგზე ახალგაზრდებს ესტუმრა წყალტუბოს გამგეობის კულტურისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც მათ მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი პროგრამების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები