სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის. ეს იყო პირველი ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში. პროექტი მიმართულია ქალთა აქტივობის განვითარებისა და მათი როლის გაზრდისაკენ საარჩევნო პროცესში.
ტრენინგის 17 მონაწილე გაეცნო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - საქართველოს საარჩევნო კოდექსი, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, გენდერის თემა ქალ-კანდიდატთა მხარდაჭერის კუთხით.
ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ისინი მზად არიან, ჩაერთონ კლუბის მუშაობაში და თავიანთი წვლილი შეიტანონ პროექტის მიზნების მიღწევაში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით