ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქობულეთში, სასტუმრო „სანრაიზში“ სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ქუთაისიდან, ხონიდან, წყალტუბოდან. ტრენინგის დღის წესრიგით მონაწილეებმა იმუშავეს ადვოკატირების საკითხებზე: როგორ ხდება პრობლემათა იდენტიფიცირება, კამპანიის დაგეგმვა, სლოგანის დამუშავება, მესიჯ-ბოქსების შედგენა, სვოტ-ანალიზზე მუშაობა.
საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაცნობა. მინი-ლექციებს თან ახლდა პრაქტიკული სავარჯიშოები, როლური თამაშები, ინტერაქტიული მუშაობა.
ბოლო დღეს ჯგუფებმა მუნიციპალიტეტების მიხედვით კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს. გამოიკვეთა, რომ მათ აქვთ სათანადო გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია ადვოკატირებისას.
სამი დღის მანძილზე დიდი იყო მონაწილეთა ინტერესი, რაც უკუკავშირით დაფიქსირდა:
-ჩემთვის ტრენინგი იყო საუკეთესო საშუალება საკუთარი რესურსების და შესაძლებლობების შესაფასებლად
-საინტერესო იყო სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილების მოსმენა, რაც მომავალში ჩვენს საქმიანობაშიც დაინერგება.
შემდეგ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფები სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებას პრაქტიკულად შეეცდებიან.