ტრენინგი 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისთვის

    

21 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატი 1003“-ში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფართო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით რეგიონალური საჭიროებების შეფასება - ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისთვის“.

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გურიიდან, იმერეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან.

თეორიული ცოდნა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ტრენინგის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული გამოცდილება გამოიყენონ საჭიროებების უკეთ გამოვლენაში საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისთვის.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ტრენინგი PAR მონიტორინგის შესახებ

პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში 17 იანვარს ფორუმის წევრ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა (PAR) და საგზაო რუკის მონიტორინგის პროცესის რეალიზება მუნიციპალურ დონეზე“.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალურ დონეზე სამოქალაქო მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმების შესახებ. ისინი აგრეთვე გაეცნენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კითხვარს, რომლის მიხედვითაც რვა სამიზნე მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ორგანიზაციები მონიტორინგს გაუწევენ საჯარო მმართველობის რეფორმას თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

1 2 5 6 7 8 11 4 3 8 10

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

წყალტუბო, სამტრედია, ზესტაფონი, ჭიათურა - 4 ტრენინგი პოლიციის თანამშრომლებისთვის

1 2 3

 4 5 6

 7 8 9

იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის წყალტუბოში, სამტრედიაში, ზესტაფონსა და ჭიათურაში ჩატარდა ოთხი ტრენინგი თემაზე „პოლიციის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის უსაფრთხოებაში“.

ტრენინგებს 101 პოლიციელი ესწრებოდა. განხილული იყო შემდეგი თემები: სამართალდამცავი სტრუქტურები, როგორც უსაფრთხოების გარანტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, საკანონმდებლო და სამართლებრივი ბაზის ეფექტიანი გამოიყენების მექანიზმები, მსხვერპლთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გენდერული ასპექტები.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ფონდი Human Doc-ს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

პროექტი მხარდაჭერილი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

ტრენინგი მობილიზატორებისთვის ბორჯომში

1 2 3 4 5 6 7

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმატებით ახორციელებენ მცირე პროექტებს. ახალი წლიდან ისინი ახალ პროექტებზე დაიწყებენ მუშაობას. მანამდე კი ბორჯომში მობილიზატორებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე „პროექტის დიზაინი და მართვა“. მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე. ტრენინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით შემუშავდა სტრატეგიული მიმართულებები. სამუშაო პროცესში, თეორიისა და პრაქტიკის შერწყმის შედეგად, მობილიზატორებს საშუალება მიეცათ, ინდივიდუალურად შეემუშავებინათ საპროექტო განაცხადები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქობულეთი - მეორე ტრენინგი მასწავლებლებისთვის

1 2 3 4 5 6

13–17 ივლისს ფონდმა „სოხუმმა“ ქობულეთში ტრენინგი ჩაატარა იმერეთის 5 მუნიციპალიტეტის პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისათვის თემაზე „პედაგოგების როლი ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დახარება.“

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ლადო აფხაზავას - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ვარკის ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩს. მან კოლეგებს პირადი გამოცდილება გაუზიარა.

ტრენინგმა მასწავლებელთა მაქსიმალური ჩართულობით და აქტიურობით ჩაიარა.

მონაწილეთა შეფასებებიდან:

  • ტრენინგიდან მივდივარ ცოდნის და ინფორმაციის დატვირთული „ჩემოდნით“: გავიგე ჩემი პირდაპირი მოვალეობა, თუ როგორ უნდა მოვახდინო  მსხვერპლის იდენტიფიკაცია და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავიცანი კოლეგები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
  • ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი პროფესიული კუთხით. აქ იყო განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი, გავეცანი სხვადასხვა მონაწილის პრაქტიკას, იურიდიულ საკითხებს, მივიღე კონსულტაციები.
  • აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს აქ მიღებულ ინფორმაციებს და მასალებს. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრენინგი ყველა პედაგოგმა უნდა გაიაროს, რათა სწორად მოახდინონ იდენტიფიკაცია და რეფერირება.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთ)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები