იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის წყალტუბოში, სამტრედიაში, ზესტაფონსა და ჭიათურაში ჩატარდა ოთხი ტრენინგი თემაზე „პოლიციის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის უსაფრთხოებაში“.
ტრენინგებს 101 პოლიციელი ესწრებოდა. განხილული იყო შემდეგი თემები: სამართალდამცავი სტრუქტურები, როგორც უსაფრთხოების გარანტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, საკანონმდებლო და სამართლებრივი ბაზის ეფექტიანი გამოიყენების მექანიზმები, მსხვერპლთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გენდერული ასპექტები.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ფონდი Human Doc-ს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტი მხარდაჭერილი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.