13–17 ივლისს ფონდმა „სოხუმმა“ ქობულეთში ტრენინგი ჩაატარა იმერეთის 5 მუნიციპალიტეტის პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისათვის თემაზე „პედაგოგების როლი ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დახარება.“
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ლადო აფხაზავას - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ვარკის ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩს. მან კოლეგებს პირადი გამოცდილება გაუზიარა.
ტრენინგმა მასწავლებელთა მაქსიმალური ჩართულობით და აქტიურობით ჩაიარა.
მონაწილეთა შეფასებებიდან:
- ტრენინგიდან მივდივარ ცოდნის და ინფორმაციის დატვირთული „ჩემოდნით“: გავიგე ჩემი პირდაპირი მოვალეობა, თუ როგორ უნდა მოვახდინო მსხვერპლის იდენტიფიკაცია და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავიცანი კოლეგები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
- ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი პროფესიული კუთხით. აქ იყო განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი, გავეცანი სხვადასხვა მონაწილის პრაქტიკას, იურიდიულ საკითხებს, მივიღე კონსულტაციები.
- აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს აქ მიღებულ ინფორმაციებს და მასალებს. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრენინგი ყველა პედაგოგმა უნდა გაიაროს, რათა სწორად მოახდინონ იდენტიფიკაცია და რეფერირება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია HumanDoc foundation
მხარდაჭერით (პოლონეთი)