- ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ოთხდღიანი ტრენინგის თემატიკა მონაწილეთა ინტერაქტიული ჩართულობით, ცოცხალი დისკუსიით გამოირჩეოდა.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი მათთვის იყო კარგი შესაძლებლობა, გაეანალიზებინათ ოჯახში ძალადობის შედეგები, ეფიქრათ პრევენციულ მექანიზმებზე.
10-13 ივლისს ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პედაგოგების როლი ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“. მასში მონაწილეობდნენ იმერეთის 6 მუნიციპალიტეტის: წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები.