ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმატებით ახორციელებენ მცირე პროექტებს. ახალი წლიდან ისინი ახალ პროექტებზე დაიწყებენ მუშაობას. მანამდე კი ბორჯომში მობილიზატორებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე „პროექტის დიზაინი და მართვა“. მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე. ტრენინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით შემუშავდა სტრატეგიული მიმართულებები. სამუშაო პროცესში, თეორიისა და პრაქტიკის შერწყმის შედეგად, მობილიზატორებს საშუალება მიეცათ, ინდივიდუალურად შეემუშავებინათ საპროექტო განაცხადები.