PR - ტრენინგი მნიშვნელოვან საკითხებზე

1 2 3 4 5

რა არის პიარი? რაში გვჭირდება? რა მეთოდებით და ინსტრუმენტებით გავაპიაროთ ორგანიზაციის  საქმიანობა? როგორ გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ მეტი აუდიტორია მოვიცვათ?

ამ თემებზე ჩატარდა ონლაინ ტრენინგი პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. ტრენინგს ესწრებოდნენ პროექტის განმახორციელებელი სამი პარტნიორი ორგანიზაციის: ფონდი „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდის, იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრისა“ და 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები. ონლაინ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა - მონაწილეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები, განიხილეს კონკრეტული მაგალითები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ონლაინ ტრენინგი ფინანსურ საკითხებზე

116 მცირე პროექტი დაფინანსდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში უკვე შეუდგნენ პროექტების განხორციელებას.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ დამატებითი ონლაინ ტრენინგი ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე. ტრენინგი დაეხმარება სამოქალაქო ორგანიზაციებს ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსების სწორად წარმართვაში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ვებინარი „როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ ადვოკატირების კამპანია“

1 2 43  5 6

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე „როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ ადვოკატირების კამპანია“.

ვებინარში მონაწილეობდა 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გურიიდან, იმერეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. ონლაინ ტრენინგის მიზანი იყო, სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები გაცნობოდნენ ადვოკატირების არსსა და მნიშვნელობას; ადვოკატირების დაგეგმვის ეტაპებსა და განხორციელების ფორმებს; ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავების ძირითად პრინციპებს.

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა გაიგეს ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მაგალითები. ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებს საშუალება, საკუთარი ადვოკატირების მოკლე გეგმები შეედგინათ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ტრენინგ-ვებინარები პედაგოგებისთვის

1

მაისში გაიმართა ტრენინგ-ვებინარები თემაზე: „ბავშვთა მიმართ ძალადობა - ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“.

მონაწილეები: პედაგოგები რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან.

განხილული საკითხები: ბულინგი და ძალადობა, სტიგმები და სტერეოტიპები, ეფექტური კომუნიკაცია, ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა, უსაფრთხო სკოლის მონიტორინგი

ვებინარი განხორციელდა ფონდი Human Doc მიერ, მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ და ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლობით პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის" ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

ტრენინგი/ვებინარი 16 ორგანიზაციის მონაწილეობით

   

22 აპრილს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში გაიმართა ვებინარი თემაზე „პროექტებისა და საგრანტო განაცხადების შემუშავება“. ვებინარში მონაწილეობდა 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გურიიდან, იმერეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. ვებინარზე სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები გაეცნენ ხარისხიანი საპროექტო საგრანტო განაცხადების შედგენის კომპლექსურ პროცესს და ეტაპებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ დაეხმარებათ საპროექტო იდეის უკეთ შემუშავებასა და ჩამოყალიბებაში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები