თაობათა კონფლიქტები ერთ-ერთი აქტუალური თემაა ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე. ამიტომაც იქცა საინფორმაციო ბიულეტენის თემად - „თაობათა კონფლიქტები დედები და შვილები“.
„ვერ ვხვდები, როდის შეიცვალა. საერთოდ არ ესმის ჩემი. არ ვიცი, რა მოვუხერხო. რას არ ვაკეთებ, მაგრამ არ მემორჩილება“, - ამბობენ დედები.
აღზრდის პროცესში არ არსებობს სტანდარტული რეცეპტები, რომელიც ყველას გამოადგება. თუმცა, არსებობს მიდგომები, რომელთა გათვალისწინება ბევრ დედას დაეხმარება. ბიულეტენში სწორედ ამაზეა საუბარი - მოცემულია ტესტი და რჩევები.
ფონდი „სოხუმის“ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.