ფონდი „სოხუმი“ მასპინძლობდა ანიკა ბეკერს - დონორი ორგანიზაციის Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst (გერმანია) კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში. ფონდის თანამშრომლებმა სტუმარს გააცნეს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული სიტუაცია და ორგანიზაციის მუშაობა ამ კონტექსტში. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.
ამ დღესვე ანიკა ბეკერი შეხვდა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორს და აქტივისტებს, აგრეთვე დაესწრო ფორუმ-თეატრის წარმოდგენას წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში.
ამრიგად, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა საინტერესო ინფორმაცია მიიღო ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)