70-მდე ადამიანი შეიკრიბა ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
ეს იყო დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ამომრჩეველ ქალთა კლუბების ერთწლიანი მუშაობის შეჯამება. კონფერენციაზე კლუბების აქტივისტების გარდა მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კონფერენციის ძირითადი თემები იყო: მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სოციალური ადვოკაცია; ქალი-კანდიდატები - უფლებები, რეალობა, გამოწვევები; პოლიტიკურ პარტიებთან ქალთა დიალოგის სტრატეგია.
კონფერენციამ შექმნა სივრცე ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, გაკეთებულის გახსენების, გამოწვევების დაფიქსირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით