40 ქალბატონი ესწრებოდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში - ადგილობრივი თვითმმართველობის, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა ისაუბრეს ქალაქში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე და მათი ადვოკატირების გზებზე. დასახეს სამომავლო გეგმები.
მსგავსი შეხვედრები პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში მიმდინარე მუშაობის კოორდინირების კარგი საშუალებაა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით