ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა გაიმართა გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციაში.  კლუბის წევრებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ხობის საარჩევნო კომისიის მდივანმა მოიყვანა ამომრჩევლების რაოდენობრივი მონაცემები. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცთა აქტიურობა მეტი იყო - მონაწილეობდა 14 132 მამაკაცი და 11 980 ქალი. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ადგილობრივი ქალების გააქტიურება, მათი ინფორმირების გაზრდა, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საარჩევნო კომისიებში ქალები 70%-ს წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ხობის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ პირველ მაისში მარინე ლაგვილავა. მან შეკრებილებს უამბო, როგორ მოვიდა პოლიტიკაში და როგორ შეიცვალა სოფლის ცხოვრება მისი აქტიური საქმიანობისა და ძალისხმევის შედეგად.

სხდომაზე გაიმართა იმ ადგილობრივი პრობლემების განხილვა, რომელთა ადვოკატირებაცაა საჭირო, დაისახა მათი მოგვარების გზები და ასევე - საკითხები მომავალი სხდომისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები