ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა სენაკში

  

19 აგვისტოს ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის დასრულების შესახებ, ასევე ინფორმაცია, რომ ჩამოდის პროექტის შემფასებელი და მას სურს კლუბის აქტივისტებთან შევედრა.

შეკრებილებმა ისაუბრეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გამოწვევებზე,  შესაძლებლობებზე და, რაც მთავარია, მიღწეულ შედეგებზე.

სასიამოვნო აღმოჩნდა მათთვის ინფორმაცია ახალი პროექტის ფარგლებში ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობის გაგრძელების შესახებ. 

ქალბატონებმა მწვავე პრობლემების ადვოკატირება დაისახეს მიზნად ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობით.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები